სოფელ ბუკნარში წყალსადენი სისტემის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
18-08-2016, 03:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მალე მოგვარდება. როგორც Guardian.ge–ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, წყალსადენი სისტემის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება.

 


ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე სამუშაოების მწარმოებლებთან ერთად ბუკნარის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობას სარეაბილიტაციო პროექტი გააცნეს და მისი ეფექტურად განხორციელების შესახებ ისაუბრეს. წყალსადენი სისტემის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „უნივერსალ ჯორჯია 2008“ განახორციელებს. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის 485 000 ლარი დაიხარჯება.

 


"სოფელ ბუკნარში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა წლების განმავლობაში მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა, რაც ხშირად პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა.

 


ბუკნარში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია 2011 წელს არაეფექტურად მოხდა. მისი განხორციელებისთვის მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მაგრამ პროექტში არსებული ხარვეზებისა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო პრობლემა გადაუჭრელი დარჩა. წყალსადენის დაზიანებული მაგისტრალის შეკეთება თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა საჭირო.

 

 

გამგეობაში პრობლემის მოგვარების მიზნით შემუშავდა სტრატეგია. ექსპერტ-სპეციალისტების მიერ მოხდა პრობლემის ძირეული შესწავლა და დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები. 2014 წელს წყალსადენის სათავე ნაგებობაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა და წყლის დებეტთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა, წელს კი მაგისტრალის რეაბილიტაცია მოხდება.

 


ბუკნარის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ოქტომბრის თვეში იგეგმება", – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი