თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი: არის ეჭვი, რომ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოჭრილია საღი ხეები
18-08-2016, 05:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ ყაზბეგის გამზირზე მოჭრილია საღი ხეები.

 

 

ამის შესახებ სულხანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ჩართვაში განაცხადა.

 

 

სულხანიშვილის თქმით, კომპანია „ფორესტის“ მიერ ყაზბეგის გამზირზე ხეების მდგომარეობასთან დაკავშირებით დადებული დასკვნა შესამოწმებლად მზადდება.

 

 

„ახლა მზადდება საბუთები და მივმართავთ აუცილებლად პროკურატურას. ადგილზე როცა ვიყავი და ვნახე ეს ხეები, არის ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები. აქ ორი ვერსიაა: ერთი ის, რომ მოიჭრა ის ხეები, რომლებზეც ნებართვა არ ყოფილა და იყო საღი იმ დასკვნის მიხედვით და მეორე, თვითონ დასკვნას აქვს პრობლემა. ჩვენ ველაპარაკეთ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს დასკვნა გასცეს და გვითხრეს, რომ ისინი დაადასტურებენ თავიანთ სიმართლეს“, - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

 

 

გუშინ თბილისში, ყაზბეგის 24 ნომერში ხეები მოიჭრა, მათ შორის იშვიათი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვები გაჩეხეს. ყოფილი სისხლის გადასხმის ინტიტუტის ტერიტორიაზე ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

 

 

გუშინ ტერიტორიაზე იმყოფებოდა გამგებელი, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ ხმელი ხეები მოიჭრა. თუმცა პარტიზანული მებაღეობის წევრი, ნატა ფერაძე აცხადებს, რომ ეს არის სრულიად საღი ხეები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი