გიორგი კვირიკაშვილი: მადლობას ვუხდი ზაზა ნადირაძეს ჩვენი ქვეყნის სახელის კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოჩენისთვის
18-08-2016, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კიდევ ერთმა ჩვენმა ოლიმპიელმა გაგვახარა - ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ. რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში, 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის, მე-5 ადგილი დაიკავა, რაც დიდი წარმატებაა“,-აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

 

 

პრემიერის თქმით, ზაზა ნადირაძეს წინ დიდი გამარჯვებები ელის.

 

 

„სპორტის ამ სახეობაში ასეთ შედეგს პირველად მივაღწიეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

 

 

ვულოცავ ზაზას და მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყნის სახელის კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოჩენისთვის.

 

 

დარწმუნებული ვარ, მას წინ დიდი გამარჯვებები ელის“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

„რიო 2016“-ზე, 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სპრინტის ფინალში ზაზა ნადირაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა. მან 200-მეტრიანი დისტანცია 39,81 წამში დაფარა. პირველ ადგილზე უკრაინელი იური ჩებანი გავიდა, რომელმაც 200-მეტრიანი დისტანცია 39,27 წამში დაფარა.  რაც შეეხება დანარჩენ ადგილებზე გასულ მონაწილეებს: მეორეზე - აზერბაიჯანი (39,49 წამი), მესამეზე - ბრაზილია (39.62 წამი), მეოთხეზე - ესპანეთი (39,64 წამი), მეექვსეზე - რუსეთი (40,10 წამი), მეშვიდეზე - ჩინეთი (40,14 წამი), მერვეზე კი - საფრანგეთი (40,18 წამი) გავიდა. 

  

 

ზაზა ნადირაძე, საკვალიფიკაციო რაუნდის წარმატებით გადალახვისა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, ფინალში 8 ფინალისტს შორის მე-4 შედეგით შევიდა. 

   

 

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს კანოეში პირველად ჰყავდა მონაწილე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი