აჭარას ახალი ტურისტული ადგილი - აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლი შეემატა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ობიექტზე, რომელიც ქობულეთში ქალაქიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო.
ღვინის სახლის სერვისებში შედის ტური ღვინის სახლი გვერდით მდებარე ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგიების გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია და შეძენა.
„ღვინის სახლის სერვისებისა გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით, ტურისტული სააგენტოებისა და სასტუმროების წარმომადგენლებისთვის ტურისტულ ობიექტზე ინფოტური მოეწყო. შეხვედრისას ტუროპერატორებს ღვინის სახლის ხელმძღვანელობამ ორმხრივი თანამშრომლობის პირობებისა და რეგიონში აგროტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ღვინის სახლში ტურისტებისთვის მრალავფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერის შექმნის თვალსაზრისით ღვინისა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხეა განთავსებული. იქვე მოწყობილ სამუზეუმო კუთხეში ხიხანის ციხეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ნივთების გაცნობა-დათვალიერებაა შესაძლებელი. სახლის საგამოფენო სივრცეში კი ღვინოსთან ერთად სტუმრებს საქართველოში წარმოებული პროდუქტები და სუვენირების დათვალიერება-შეძენა შეუძლიათ",- აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
უწყების ცნობით, ობიექტზე სამომავლოდ სხვადასხვა სახლის ფესტივალების გამართვა იგეგმება, რომელიც სტიმულირებას მისცემს აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.