პოლიტიკური პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის გადაწყვეტილებას, ჩამოაყალიბოს ერთიანი პლატფორმა ჯაფარიძის, ვაშაძის და კაციტაძის ახლადშექმნილ ბლოკთან, პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმაურება. იგი გირჩი-ვაშაძე-ახლების მხრიდან ამგვარი ნაბიჯის გადადგმას "ბურჭულაძის მატარებლისთვის" "მეცამეტე ვაგონად აკიდებად" მიიჩნევს და კითხულობს თუ "რად უნდოდა ეს მეცამეტე ვაგონი [პაატა ბურჭულაძეს], ხომ ისედაც შედიოდა პარლამენტში? ესე იგი, იგრძნო, რომ არც ისე კარგადაა საქმე, რომ ბურჭულაძის საწყისი, ‘ავანსური’ რეიტინგი თანდათან ინავლებოდა და რაღაც ახალი უნდა მოეფიქრებინა".
"ერთი რამეა ცალსახა: წინასაარჩევნო კოალიციის შექმნა სისუსტის აღიარებაა. ზოგადად, ასეთი კოალიციები უმწიფარი პოლიტიკური კულტურის ნიშანია. გირჩი-ვაშაძე-ახლების მხრიდან გასაკვირი არაფერია: მათ „გასამების“ შემდეგაც არ ჰქოდათ ბარიერის გადალახვის რეალური შანსი, ასე რომ მათი მოტივაცია, მეცამეტე ვაგონად აკიდებოდნენ ბურჭულაძის მატარებელს, სრულიად ბუნებრივია.
გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის მხრიდან არის უფრო მოულოდნელი: რად უნდოდა ეს მეცამეტე ვაგონი, ხომ ისედაც შედიოდა პარლამენტში? ესე იგი, იგრძნო, რომ არც ისე კარგადაა საქმე, რომ ბურჭულაძის საწყისი, ‘ავანსური’ რეიტინგი თანდათან ინავლებოდა და რაღაც ახალი უნდა მოეფიქრებინა. მაგრამ რა? ლოგიკურია პოპულარული ადამიანების მოზიდვა, მაგრამ მერაბ მეტრეველზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავი ვეღარ იპოვეს. სამეულის მიერთებით ბურჭულაძე თითქოს „ოპოზიციური ძალების გამაერთიანებლის“ იმიჯს იქმნის. მაგრამ რამდენად გამოუვა ეს? ახლა ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ რამდენი ხნით? და რამდენი დამატებითი ამომრჩეველი მიიზიდა - პროცენტნახევარი?
გაერთიანებას მეტი აზრი ექნებოდა, ბურჭულაძეს რომ კიდევ სხვები მიეერთებინა, შედარებით უფრო სერიოზული (მაგალითად, ალასანიას), მაგრამ ცაგარეიშვილმა უკვე გვითხრა, რომ თავდემებს ეს არ აინტერესებთ. ვინღა დარჩა მისაერთებელი? რესპუბლიკელები? შესაძლებელია, მაგრამ მათი ამბიცია რომ ვიცით, ცოტა გაუჭირდებათ ისევე ჩაიკარგონ ბურჭულაძის პოლიტიკურ სხეულში, როგორც ამაზე სამეულია თანახმა. რესპუბლიკელები შარია, მათ გარდა კი ვინღა დარჩა?
გაერთიანებას დანაკარგებიც მოსდევს. ორი სუბიექტი უკვე შეელია პრეტენზიას პოლიტიკურ უმანკოებაზე, რომელიც მათი იმიჯის ცენტრალური კომპონენტი იყო. ბურჭულაძე ვეღარ იტყვის, რომ წინა ხელისუფლებებთან არაფერი აკავშირებს: ნაციონალებიც მიიერთა და შევარდნაძის ხალხიც (ახლების სახით). მორჩა, ის თამრო აღარ არის. აგერ, პოლიტიკური სინდისიც შეიძლება გაექცეთ ნახსენები მერაბ მეტრეველის სახით.
„გირჩებმა“ უმანკოება ჯერ კიდევ სამეულის შექმნისას დაკარგეს. მათი ნაციონალებისგან გაქცევის თავდაპირველი მორალური გამართლება ის იყო, რომ გაემიჯნენ ამ უკანასკნელთა პოპულიზმს და პრაგმატიზმს (სოციალიზმთან და ეკლესიასთან ფლირტს) და შეურყვნელად ლიბერტარიანული პლატფორმა შექმნეს. ახლა კი მშვენივრად დაადგნენ პოლიტიკური მრუშობის გზას. ნაციონალებისგან გამოყოფას რაღა აზრი ჰქონდა?
რადგან პოლიტიკური უმანკოების დიდი მოტრფიალე არასოდეს ვყოფილვარ, სანერვიულოს ვერაფერს ვხედავ. ამ გაერთიანების შექმნა უფრო კარგია, ვიდრე ცუდი: „გირჩების“ და პარტნიორების ხმები, რაც გინდა ცოტა იყოს, მაინც არ დაიკარგება და „პატრიოტთა ალიანსზე“ და ოცნებაზე არ გადაფორმდება. მაგრამ არც დიდი არაფერი შეცვლილა", – წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook–ის საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.