გიორგი კვირიკაშვილი: გეგმაში გვაქვს ქუთაისი-თეთნულდის [ლენტეხი–მესტია] შემაერთებელი გზის მშენებლობა გვირაბების მეშვეობით
24-08-2016, 06:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იგეგმება ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა, რომელიც ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებს შორის "გვირაბების გაყვანასაც" გულისხმობს. ამის გარდა, დაგეგმილია არსებული საავტომობილო გზის, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-თეთნულდის რეაბილიტაციაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

 

 

"უნდა გამოვაცხადოთ, რომ ძალიან საინტერესო ახალი ფაზა იწყება კურორტ თეთნულდის განვითარების. სახელმწიფო აპირებს, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კურორტ თეთნულდზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში. ეს იქნება რამდენიმე სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სპორტსკოლა, ალბათ, სავაჭრო ცენტრიც და, რა თქმა უნდა, ამბულატორია. ეს არის მინიმალური ჩამონათვალი, რაც აუცილებელია, რომ კურორტმა იფუნქციონიროს. ჩვენ ასევე გეგმაში გვაქვს ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა გვირაბების მეშვეობით, რათა ზამთარში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საათნახევარი-ორი საათის ინტერვალით ტურისტებმა შეძლონ კურორტ თეთნულდზე ასვლა. აუცილებლად უნდა გარემონტდეს ჯვარი-თეთნულდის გზაც იმისათვის, რომ სამეგრელოს მხრიდან იყოს ასევე ადვილი კურორტზე ასვლა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღეავანდელ სხდომაზე.

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ Guardian.ge-ს გასულ თვეს განუცხადა, რომ ქუთაისი–ლენტეხი–უშგული–მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 100 მილიონის ღირებულების პროექტის განხორციელება წელს დაიწყება. მისივე თქმით, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობაც გადაწყვეტილია, თუმცა წელს ვერ მოესწრება.

 

 

"ლენტეხი-მესტიის გზა არის დაახლოებით 100 კმ-ი, აქედან 48 კმ-ი – მესტიის მხრიდან დაახლოებით 23 და ლენტეხის მხრიდან დაახლოებით 25 კმ წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება. რაც შეეხება დარჩენილ 52 კმ-ს, ჩვენ ვვარაუდობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 2018 წლის დასაწყისში სამუშაოები დაიწყოს. უფრო სწორედ 2017 დაიწყება დაახლოებით და გადავა 2018-ში. და 2018 წლის ბოლომდე ვგეგმავთ დავასრულოთ სამუშაოები.

 

 

ლენტეხი-უშგულის მონაკვეთის სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, გზა აღმოსავლეთიდან უვლის დასახლებულ პუნქტებს და გადის უშგულში, უშგულიდან კი მესტიაში.

 

 

გზა გაივლის 36 სოფელს, მათ შორის, საყდარს, მარგვიშს, ლაშხეთის სოფლებს. ამ მონაკვეთის მშენებლობა იძლევა საშუალებას ცაგერი-ლენტეხის გავლით, უმოკლესი გზით მოხვდეს ადამიანი მესტიაში", - აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.

 

 

სეთურიძის ცნობითვე, ლენტეხი-მესტიას შორის გვირაბის მშენებლობისთვის თითო პროექტის მომზადებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.

 

 

"აქ არის პროგრესი. მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ალბათ, ძალიან მალე კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებაც დაიდება. გვირაბი რომ ამ მიმართულებით გაკეთდეს, ეს შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილია. მაგრამ აქ არის საჭირო სერიოზული კვლევა იმისთვის, რომ ზუსტად დაიგეგმოს, თუ რა ზომის გვირაბი დაგვჭირდება. და ზუსტად საუბარია ახლა იმაზე, რომ დავიწყოთ პროცესი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და გაკეთდეს ზუსტი პროექტი. წელს გვირაბი ვერ მოესწრება, ეს ძალიან დიდი პროექტია, თითო პროექტის მომზადებას ძალიან დიდი დრო, ალბათ, მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. გზების დეპარტამენტი მუშაობს იმაზე, რომ მთავრობას წარუდგინოს ზუსტი პროექტი," – აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.

 

 

როგორც Guardian.ge-ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ამირან ჯამბურიძემ  დღეს განუცხადა, უახლოეს დღეებში ელოდებიან ლენტეხი-უშგული–მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის დაწყებას. მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს კონკურსი ოთხი სხვადასხვა მიმართულებით გვირაბის მშენებლობაზე.

 

 

"კერძოდ, კი აქ საუბარია იმაზე, თუ ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების რომელ ტერიტორიულ ადგილებს დააკავშირებს გვირაბი ერთმანეთთან. კონკურსის შედეგად, რომელი პროექტიც გაიმარჯვებს, იმის მიხედვით დაიწყება მესტია-ლენტეხის გვირაბის მშენებლობა. თუმცა, წელს მხოლოდ პროექტირებაზე მიდის საუბარი", - განაცხადა ამირან ჯამბურიძემ.

 

კომენტარები: 4
#4   ლაშა პაკელიანი
      
სასიხარულო ინფორმაციაა მაგრამ ამ დაპირებას წინა სარჩევნოდ რატო ვისმენთ აქამდე სად ვიყავით რო დასცინეთ წინა ხელისუფლებას " რაც ეს გვირაბი დაჯდებაო სვანითი არ ღირსო" რა ხდება?
29 აგვისტო 2017 14:28
#3   კობა ჩანქსელიანი
      
მესტია-ლენტეხის გვირაბის აშენება კარგია ტურისტულ-კულტურული თვალსაზრისით მაგრამ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სტრატეგიული მნიშვნელობა .
25 აგვისტო 2017 00:50
#2   erectile
      
cialis erectile dysfunction For Sale at CialWithoutRX Online Pharmacy!
23 სექტემბერი 2016 06:36
#1   ირაკლი გურჩიანი
      
სასიხარულო ინფორმაცია -გვირაბი მესტიაში.აჯობებს ცხუმარის მიმართულებაზე იფიქროთ
24 აგვისტო 2016 17:28
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი