„სადაც ხეების გახარება ვერ ხდება, ჩვენ ვახდენთ მის ჩანაცვლებას”, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის საკრებულოში, სადაც ის ეკოლოგიისა და გამწვანების საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე წარსდგა.
მისი თქმით, მსოფლიოში არსად არსებობს ხეების 100%-იანი გახარების მაჩვენებელი.
„ჩვენი დარგული ხეების დაახლოების 80 %-ზე მეტმა გაიხარა“,-აღნიშნა მერმა.
რაც შეეხება ბიუჯეტში ეკოლოგიასა და გამწვანებასთან დაკავშირებით გამოყოფილ თანხებს, ნარამანიას თქმით, თანხების ზრდა პროგრესულია, მაგრამ არასაკმარისი.
”ეკოლოგიისა და გამწვანების თვალსაზრისით თანხების ზრდა პროგრესულია, მაგრამ გეთანხმებით, რომ არასაკმარისი, თუმცა, როცა ბიუჯეტი შეზღუდულია, უამრავი პროექტია დასაფინანსებელი - სოციალური, ინფრასტრუქტურის, სპორტის და სხვა, არ გვეძლევა საშუალება, რომ ეკოლოგია და გამწვანება მეტი თანხით დავაფინანსოთ“, - განაცხადა ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.