მინისტრებს სახელფასო დანამატი უმცირდებათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნული გადაწყვეტილება ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით მიიღო.
“ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მრავალგზის გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მინისტრთა კაბინეტის წევრებს სახელფასო დანამატი შეუმცირდებათ. ნაცვლად 6300 ლარისა, მინისტრთა სახელფასო სარგო, სახელფასო დანამატთან ერთად 5000 ლარი გახდება”, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.