ვახტანგ მეგრელიშვილი: ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ატყუებს
14-09-2016, 06:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ატყუებს.

 

 

მისი თქმით, „თუ სუს-ი უარყოფს, რომ ეს პირადი ჩანაწერი მისი გაკეთებული არ არის, მაშინ არიან ჩვეულებრივი, უუნარო „ტიპები“.

 

 

„ეს საკითხი უნდა დაიყოს სამ ნაწილად: პირველი - ამ ქვეყანაში ჩვეულებრივად გრძელდება მოსმენები. თუ სუს-ი უარყოფს, რომ ეს პირადი ჩანაწერი მისი გაკეთებული არ არის, მაშინ არიან ჩვეულებრივი, უუნარო „ტიპები“, რომლებიც ვერ ახერხებენ რაიმე გამოიძიონ ამ ქვეყანაში. მეორე მეორე ნაწილი არის, თუ როგორ ატყუებს ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ტელევიზიის დირექტორი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს და როგორ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის მას. მესამე, თქვენი მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს სინამდვილეში ჩემს რომელ განცხადებაზეა საუბარი, გეტყვით, რომ ეს განცხადება გავაკეთე, როდესაც „ტაბულას” ჟურნალისტი მირეკავდა და ურეკავდა ჩვენი პარტიის წევრებსაც. ჩვენ ყველამ ვთქვით ერთი და იგივე, რომ ჩვენ გვაინტერესებს, რომელი პარტია დაუჭერს მხარს იმას, რასაც ვუჭერთ ჩვენ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

 

ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე  მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.

 

 

ჩანაწერის ნამდვილობას ნიკა გვარამია ადასტურებს და აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან სპეციალურად ღია ხაზზე დარეკა და მის გამოსაქვეყნებლად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურს 3 დღეც არ დასჭირდა.    

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი  ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  

  

 

სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი