"ნაციონალური მოძრაობა" 2012 წელსაც და ახლა ცდილობდა პროვოკაციების მოწყობას. როგორ დავათმობინეთ მათ ყველაფერი მშვიდობიანად, ამაზე სათქმელი ბევრი მაქვს საზოგადოებასთან, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში რეგიონულ მედიასთან და ადგილობრივებთან შეხვედრისას. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "ნაციონალები" კუთხეში არიან შეყრილები და ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი მათ არ აქვთ რომ ხელისუფლება აიღონ.
ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნებამდე პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მასთან მიდიოდა რობერტ სტურუა და ეუბნებოდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება "უსისხლოდ არ წავიდოდა". მისივე თქმით, "ბოლოს სტურუა გაოცებული იყო, რა გააკეთე ეს რომ ისინი უსისხლოდ გაუშვიო"?
"რა თქმა უნდა, ეს იყო საოცრება, რომ ესენი ვაიძულეთ უსისხლოდ წასულიყვნენ. მერე რომ გამოვიდა და დემოკრატობას იბრალდებდა სააკაშვილი - ნახეთ როგორ გადავაბარე ხელისუფლებაო, რისი გადამბარებელი იყო? გასანძრევი არ ჰქონდა სხვა და საშუალება არ ჰქონდა სხვა და იძულებული იყო. მე ვახერხებდი მათ წამოგებას ინტრიგებზე და ერთ-ერთი იყო ის, რომ ვიცოდი მისმენდნენ და სპეციალურად ვსაუბრობდი - როგორი ბრიყვები არიან "ნაციონალები" ასეთი დიდი გრანდიოზული აქციები რომ დაეწყოთ, სააკაშვილი ამ შედეგს არ მიიღებდა-მეთქი და ჭამა ეს სააკაშვილმა და დაიწყეს თბილისში მომზადება. 80 000 კაცი მთელი დღე აგროვეს და ვერაფრით სტადიონი ვერ გაავსეს. 11 საათზე დანიშნული მიტინგი გადადეს ხუთჯერ. რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი კი დაიღალა - იმათ ცალკე ვერ აჩერებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენც გვქონდა თბილისში მიტინგი - ამდენი ხალხი ერთად თბილისში არავის არ უნახავს. მე ვფიქრობ, რომ მაშინ 700 000 ადამიანი იყო", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, 2012 წელს კოალიციის გამარჯვების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" 6 თვეში უნდოდა გადატრიალების მოწყობა.
"გახსოვთ ჩემი პრემიერობის დროს კანონმდებლობა როგორ შევცვალეთ, პრეზიდენტს რომ ჰქონდა გადაჭარბებული უფლებები, მაშინაც კარგი ტრიუკები ჩავუტარეთ სხვათა შორის, მაგათ გუნდს. ამ კანონმდებლობას ისე ვერ ვცვლიდით, "ნაცების" მხარდაჭერის გარეშე და ბოლო წუთამდე კარგად ვათამაშეთ და ბოლო წუთს თვითონ იყვნენ გაოგნებულები თუ როგორ დაგვიჭირეს მხარი. გაზაფხულზე რომ ვერ მოახერხებდნენ გადატრიალების მოწყობას, შემოდგომამდე მოითმინეთ - ამით ამაგრებდნენ გუნდს. შემოდგომაზე არ გამოუვიდოდათ და ისევ გაზაფხულამდე აიმედებდნენ. ახლა დარჩა ბოლო შემოდგომა და რა თქმა უნდა, კუთხეში არიან შეყრილები და ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი მათ არ აქვთ რომ ხელისუფლება აიღონ. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უარესი შედეგი მათ შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტშიც ვერ შევიდნენ. ერთადერთი რაზეც აქცენტი შეიძლება გააკეთონ, ეს არის ძალადობა. ის კაცი უკრაინიდან გამოდის და დაუფარავად რაღაცებს გვმოძღვრავს, "თავისუფალი ტელევიზიიის", "რუსთავი 2"-ის დირექტორიც ვნახეთ რა დღეშია. შესაბამისად, ცდუნება აქვთ ძალიან დიდი, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ და ვერაფერსაც ვერ იზამენ. იქნება ალბთ, პროვოკაციები, მაგრამ ეს იქნება მინი პროვოკაციები, მეტი რესურსი მათ არ აქვთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.