ზურაბ ჯაფარიძე: გამომდინარე იქედან, რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს, ბიზნესთან ასეთი ტიპის შეხვედრა არა მგონია სწორი იყოს
24-09-2016, 06:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ მგონია სწორი იყოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიზნესთან ასეთი ტიპის შეხვედრა, - ასე შეაფასა ზურაბ ჯაფარიძემ ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით გამართული ეკონომიკური ფორუმი.

 

 

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა შეფასება იმაზე, თუ რას აკეთებდა მთავრობა 4 წლის განმავლობაში, რატომ იყო რაღაცეების გაკეთება შეუძლებელი და ასევე საუბარი იყო პერსპექტივაზე, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა, რომ დაახლოებით, 10 წელიწადში საქართველო გახდეს ნორმალური განვითარებული ქვეყანა.

 

 

”ამის გარშემო იყო ძირითადად დისკუსია. ჩემს განცხადებაში მე ხაზი გავუსვი, თუ რაში არ ვეთანხმებოდი ამ პოზიციას. ასევე, ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ქართული ეკონომიკის ის ეკლექტური გუნდია, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო. ამ გუნდს არ ჰქონდა ერთიანი ხედვა, თუ საით უნდა წაეყვანა ქვეყნის ეკონომიკა და ამან ბევრი პრობლემა გამოიწვია. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ არც ერთი კატასტროფული შეცდომა არ ყოფილაო, შეიძლება ერთი კატასტროფული შეცდომა არ ყოფილა, მაგრამ იყო ჯამურად ბევრი შეცდომა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკა დააზარალა და ამ შეცდომების წყარო იყო ის, რომ ერთიანი ხედვა არ არსებობდა. მეორე - რაზეც აქცენტი გავაკეთე იყო ის, რომ თუ ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ 10 წელიწადში საქართველო გახდეს თუნდაც საშუალო განვითარებული, ევროპული ტიპის ქვეყანა, ის ნაბიჯები, რაზეც დღევანდელი პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი საუბრობს, არ არის საკმარისი, რომ ჩვენ მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. მე ავუხსენი, რა არის ამისთვის გასაკეთებელი”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

 

ზურაბ ჯაფარიძეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიზნესთან მსგავსი ტიპის შეხვედრა არასწორად მიაჩნია.

 

 

”მესმის, რომ ფორმალურად მას აქვს ყველანაირი უფლება აქვს და ამით კანონი არ ირღვევა. მაგრამ, იქედან გამომდინარე, რა გავლენებს ფლობს ეს ადამიანი ამ ქვეყანაში და რა ტრადიციაც არსებობს ამ ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულებაში, არ მგონია, რომ სწორი იყოს ასეთი ტიპის შეხვედრები. ესეც საჯაროდ ვთქვი, რომ მე მინდა ქვეყანა, სადაც ბიზნესს ექნება გაცილებით მეტი თავისუფლება, როცა მას არ მოუწევს ასეთ შეხვედრებზე სიარული და საჯაროდ, თუ ნახევრად საჯაროდ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება. სხვათაშორის თითონ ამაზე ნაწილობრივ დამეთანხმა”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი