ტრამპმა ისრაელის პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ შეერთებული შტატები "იერუსალიმს ისრაელის სახელმწიფოს განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს"
26-09-2016, 00:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კვირას ისრაელის პრემიერ მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შეერთებული შტატები იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" წერს.

 

 

ნიუ იორკში "ტრამპ თაუერში" ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ადმინისტრაციის ქვეშ შეერთებული შტატები "იერუსალიმს ისრაელის სახელმწიფოს განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს".

 

 

მაშინ როცა ისრაელი იერუსალიმს მის დედაქალაქს უწოდებს და რამდენიმე სხვა ქვეყანაც, მათ შორის შეერთებული შტატებიც ამას ეთანხმება, სახელმწიფოთა უმეტესი ნაწილი ინარჩუნებს საელჩოებს თელ–ავივში.

 

 

პალესტინელებს აღმოსავლეთ იერუსალიმი, რომელიც 1967 წლის ომის დროს ისრაელმა დაიპყრო, იმ სახელმწიფოს დედაქალაქად სურთ, რომლის დაფუძნებასაც ისინი ისრაელის გასწვრივ, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში გეგმავენ.

 

 

ნეთანიაჰუმ ასევე მეორე შეხვედრაც გამართა ნიუ იორკში კვირასვე მოგვიანებით, 8 ნოემბრის არჩევნებში ტრამპის მოწინააღმდეგე, დემოკრატების კანდიდატთან, ჰილარი კლინტონთან, რომელიც ერთ საათიც არ გაგრძელებულა.

 

 

კლინტონის საარჩევნო კამპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა მის ვალდებულებას შეერთებული შტატებისა და ისრაელის ურთიერთობებში და აღნიშნა მისის გეგმის შესახებ, რომელიც ურთიერთობებს შემდგომ საფეხურზე გადაიყვანს.

 

 

მან ასევე დასძინა მისი იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც ისრაელ–პალესტინის კონფლიქტის მოგვარებას "ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის" გზით ისახავს, "რაც აღიარებული საზღვრებით ისრაელის, როგორც უსაფრთხო და დემოკრატიული ებრაული სახელმწიფოს მომავლის გარანტიას იძლევა და უზრუნველყოფს პალესტინელებს დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და ღირსებით", – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

"მდივანმა კლინტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ოპოზიციური მიდგომა გარე მხარეების, მათ შორის გაერო–ს უშიშროების საბჭოს მხრიდან საკითხისადმი ნებისმიერი სხვა გადაწყვეტის გზების დაკისრების თაობაზე", – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის თანახმად, ტრამპთან შეხვედრისას, იგი დაეთანხმა ნეთანიაჰუს, რომ მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს მიღწეული, როდესაც "პალესტინელები უარს იტყვიან სიძულვილსა და ძალადობაზე და მიიღებენ ისრაელს, როგორც ებრაულ სახელმწიფოს".

 

 

ტრამპის საარჩევნო კამპანიამ თქვა, რომ ნეთანიაჰუმ "დაწვრილებით" განიხილა ისრაელის საზღვრის გალავანი, დაიმოწმა ტრამპი მის სადავო ემიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას და ქვეყანაში მუსლიმების შესვლის დროებით აკრძალვას მოიცავს.

 

 

როგორც "როიტერსი" წერს, შეხვედრაზე სხვა რეგიონული საკითხებიც განიხილეს, ისეთი როგორიცაა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება ისრაელისადმი – "ჩინებული ინვესტიცია" – და ირანის ბირთვული პროგრამა, რაც ორივე მხარემ გააკრიტიკა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი