ჰილარი კლინტონი თავს დაესხა დონალდ ტრამპს – მაშინ როცა მილიონობით ამერიკული ოჯახი თავდაუზოგავად შრომობდა და იხდიდა გადასახადებს, ტრამპს არავითარი წვლილი არ შეჰქონდა ამაში
04-10-2016, 04:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰილარი კლინტონი თავს დაესხა დონალდ ტრამპს, როგორც "გაყალბებული სისტემის" სიმბოლოს, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპს შესაძლოა, 18 წლის განმავლობაში არ ჰქონდეს საშემოსავლო გადასახადი გადახდილი. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

"ეს ტრამპი იქნება პირველი, და ნებისმიერი სხვა, უკანასკნელი", – თქვა დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ოჰაიოში საარჩევნო კამპანიისას.

 

 

რამდენიმე დღის წინათ the New York Times–მა დაწერა, რომ ტრამპმა შესაძლოა გადასახადების გადახდას თავი აარიდა იმის გამო, რომ 1995 წელს მან 1 მილიარდი ამერიკული დოლარის დანაკარგი განიცადა.

 

 

"რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის მილიარდერმა კანდიდატმა ორშაბათს განაცხადა, რომ მან აჩვენა, რომ "ბრწყინვალედ" მართა კომპლექსური საგადასახადო კოდი.

 

 

"მე მესმის საგადასახადო კანონები უკეთ, ვიდრე თითქმის ყველა სხვა დანარჩენს", – თქვა მან და დაამატა, რომ როგორც სასტუმროების დეველოპერი და ბიზნესმენი, "საგადასახადო კანონებს დიდწილად ვიყენებდი ჩემს სასარგებლოდ და ჩემი კომპანიის სასარგებლოდ".

 

 

მაგრამ მისმა დემოკრატმა მოწინააღმდეგემ მკაცრად გააკრიტიკა ტრამპი, როგორც თვალთმაქცი, რადგან იგი საკუთარ თავს წარმოადგენს ისეთ კანდიდატად, რომელიც სისტემის რეფორმას მშრომელთა კლასის სასარგებლოდ გაატარებს.

 

 

"მაშინ როცა მილიონობით ამერიკული ოჯახი – მათ შორის ჩემი და თქვენი ოჯახები – თავდაუზოგავად შრომობდა და სამართლიანად იხდიდა გადასახადების თავის წილს, ჩანს, რომ მას არავითარი წვლილი არ შეჰქონდა ამაში", – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

 

 

"ტრამპი წარმოადგენს იგივე გაყალბებულ სისტემას, რომელსაც, როგორც თავად ამტკიცებს, შეცვლის".

 

 

გადასახადების თაობაზე ატეხილი აყალ–მაყალი სამშაბათს, ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატებს, გუბერნატორ მაიკ პენსისა და დემოკრატ ტიმ კეინის შორის სატელევიზიო დუელის დროს, ვირჯინიაში გაგრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი