ამერიკის ყოფილი ელჩი: აიძულეთ სააკაშვილი თქვას სიმართლე
23-01-2014, 00:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ჯონ ქრისტიან კორნბლამი, ამერიკის ყოფილი ელჩი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ტაფტის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტუდენტური გაზეთის The Tufts daily-ს რედაქტორს წერილით მიმართავს. უნივერსიტეტის გაზეთის ვებგვერდზე აღნიშნული წერილი 21 იანვარს გამოქვეყნდა. წერილი შემდეგი შინაარსისაა.

 

"შემაწუხა თქვენ გაზეთში იმის წაკითხვამ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ფლეტჩერის სკოლის ე.წ. "უმაღლეს სახელმწიფო მოღვაწედ" დაინიშნა. ეს დანიშვნა ფლეტჩერის ახალი დეკანის არა მხოლოდ ცუდი გადაწყვეტილების მაგალითია, არამედ ზიანის მომტანიცაა ფლეტჩერის მოსწავლეებისა და მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. სააკაშვილს არ შეუძლია, იყოს მაგალითი მომავალი დიპლომატებისა და ბიზნესის სფეროს ლიდერებისათვის.

 

მე, ამერიკის ყოფილი ელჩი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვმსახურობდი საგარეო პოლიტიკის მრჩევლად სააკაშვილის ოპონენტთან პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში, რაც უბრალოდ არ არის აღნიშნული ფლეტჩერის განცხადებაში. ამგვარი დაუდევრობის მიზეზი, სავარაუდოდ, ის ფაქტია, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგად ძალაუფლება "ქართული ოცნების" პარტიას გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა და მისმა პარტიამ ძალ-ღონე არ დაიშურა, გამოეყენებინა მთავრობის ყველა ბერკეტი, რათა დაებლოკა ოპონენტ ბიძინა ივანიშვილის კამპანია. ივანიშვილი გახლავთ ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში მივიდა, რათა დაესრულებინა სამოქალაქო უფლებების სისტემატურად დარღვევა, მთავრობის მიერ მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობა და ეკონომიკური ნგრევა, რაც სააკაშვილის მმართველობას ახასიათებდა.


მე ვიყავი მომსწრე 2012 წლის არჩევნების საბოლოო დრამატული კვირისა და შემიძლია, პირადად დავადასტურო ის უმოწყალო ზეწოლა თავისუფლებაზე და ძალადობა საარჩევნო კამპანიაში ჩართულ მოქალაქეებზე, რომელიც მე დავაფიქსირე. ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის 60-მა პროცენტმა ხმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა, არ იყო მხოლოდ ივანიშვილის გამბედაობა და სიმამაცე, არამედ ასევე გახლდათ დასავლური მთავრობების მხარდაჭერა, რომლებმაც ნათელი გახადა სააკაშვილისთვის, რომ მას აღარ მისცემდნენ იმის ნებას, რომ არჩევნები კიდევ ერთხელ მოეპარა.


ფლეტჩერის ახალი დეკანი იმ უფროსი თაობის სამხედრო ამერიკელ ჩინოვნიკთა ჯგუფიდანაა, რომელიც სააკაშვილს, მიუხედავად მისი დანაშაულებებისა, მხარს უჭერდა მისი ნატო-ს მხარდამჭერი მიდგომის გამო. დარწმუნებული ვარ, დეკანს მოუწევს თავისი გადაწყვეტილების დაცვა, როგორიც არ უნდა აღმოჩნდეს ფაქტები. მაგრამ ფლეტჩერის სტუდენტების და პროფესორების დახმარებით შესაძლებელია, დადებითი შედეგის მიღება იმით, რომ სააკაშვილის ყოველი გამოჩენა გამოიწვევს მისი მემკვიდრეობის სრულ და გულწრფელ განსჯას. წაიკითხეთ საქართველოს უახლესი ისტორია, გაეცანით სააკაშვილის მიერ პატიმრების მოპყრობის ფაქტებს, მის 2011 წლის მაისში მომიტინგეების დაუნდობელ დარბევას და კორუფციასა და პირად გამდიდრებას, რამაც მისი მთელი რეჟიმის ინფიცირება გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, აიძულეთ იგი თქვას სიმართლე. ამგვარი ქმედებით თქვენ მიაღწევთ იმას, რომ მისი ექსცენტრიული განცხადება იქცეს იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლია თავისუფლებას გაიმარჯვოს რუსეთის მოსაზღვრე სტრატეგიულ რეგიონებში ისეთ პოსტსაბჭოთა დიქტატორებზე, როგორიცაა სააკაშვილი, " - ნათქვამია ჯონ კორნბლამის წერილში.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 9
#9  მატეო
      
ციტატა: dima
შენ რომ იყავი იმიტომ იყო გაყალბებული,იმიტომ მოიგო ივანიშვილმა.რამდენი მოგცა $$$ ივანიშცილმა? ფულის მონა!

ციტატა: dima
შენ რომ იყავი იმიტომ იყო გაყალბებული,იმიტომ მოიგო ივანიშვილმა.რამდენი მოგცა $$$ ივანიშცილმა? ფულის მონა!

მართალი ხართ,უამრავი ფული გადაუხადეს ივანიშვილმა და პუტინმა. ეგ ყოფილი ელჩი დასაჭერია.
23 ივნისი 2018 09:20
#8   ნუგზარი
      
შევარდნაძე ატყუებდა ხალხა 11წელი, სააკაშვილი შევარდნაძის პირმშო 9 წელი, ივანიშვილი ისიც შევარდნაძის პირმშო აგერ უკვე 6 წელია ატყუებს ხალხს, ბორია "დაბრუნდა" და განაცხადა რომ ქვეყნის შენების ხასიათზეა... იბიომატ აქამდე რით ქონდა ხასიათი გაფუჭებული? ხალხი კი იმაზე კამათობს მიშა მოვა ხელისზუფლებაში თუ ივანიშვილის კორუმპირებულები დარჩებიან ვაი თქვენს პატრონს.....
30 აპრილი 2018 07:33
#7  daTo
      
მიშა 9 წელი სპეკულირებდა და აშანტაჟებდა დასავლეთს რო თუ ის არ იქნებოდა ხელისუფლებაში საქართველოს პროდასავლური კურსი შეიცვლებოდა და ამიტომ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვას ითხოვდა მათგან.თუმცა 2008 წლის ავანტიურის კრახის, რამაც მიშას მმართველობის არაეფექტურობა თვალსაჩინო გახადა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ტოტალური დარღვევების ფონზე ქართული საზოგადოების პროტესტის უკიდურეს ფორმებში გადაზრდის საშიშროებიდან გამომდინარე მოხდა ცვლილება რასაც, დასვლეთის ყველა საღად მოაზროვნე და კარგად ინფორმირებულ წრეების მხარდაჭერაც ქონდა. თუმცა არის კიდევ პირადი ინტერესები, რომლებიც უფრო
წინა პლანზე გამოდის, როდესაც საქმე ამერიკელებისთვის ჩვენისთანა პატარა და უმნიშვნელო ქვეყანას ეხება. და აქ რასაკვირველია ყველანაირი შეფასება შეიძლება გაკეთდეს სამწუხაროდ, მაგრამ ვინც რა არ უნდა თქვას ქრთველ ხალხზე უკეთ მაინც არავინ არ იცის რა არი სიმართლე და რა ტყული.ხოლო ქართველი ხალხის აზრი დაფიქსირდა 2012 წლის და შემდგომ ჩატარებულ ყველა დონის არჩევნებში.
30 აპრილი 2018 02:37
#6   martha
      
რა თქმა უნდა მოსყიდულია და დავალებას ასრულებს , და სრულიად ვეთანხმები 1 ბაგრატს
10 თებერვალი 2014 20:33
#5  dima
      
შენ რომ იყავი იმიტომ იყო გაყალბებული,იმიტომ მოიგო ივანიშვილმა.რამდენი მოგცა $$$ ივანიშცილმა? ფულის მონა!
10 თებერვალი 2014 06:57
#4   zura
      
კი მაგრამ, ეხლა რომ ლაპარაკობ, წინა არჩევნებზე რატომ იყავი ჩუმად? ნუთუ წინა არჩევნებზე ვერ დაინახე ის გაყალბება, მკვლელობა,დანაშაული და სიცრუე რაც 2012წ არჩევნებზე შეამჩნიე. რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი, ამ არჩევნებზეც მშვენივრად დახუჭავდით თვალს. ასე რომ სწორედაც რომ ივანიშვილის გამბედაობის წყალობით მოვიშორეთ "შავი ჭირი" სააკაშვილის მთავრობის სახით, ევროპა კი, რა უნდა ექნა, ფაქტის წინაშე დადგა. კარგად გვახსოვს მიშას ფულით გაზულუქებული ევროპარლამენტარები რამდენ ხანს იკბინებოდნენ კრაზანებივით.
3 თებერვალი 2014 13:05
#3   fiesta
      
ეს ვიღა ტიკი ტომარაა?
1 თებერვალი 2014 06:48
#2  gio
      
Es iuda bidzinas milionebit gamdzrarià da ubralod tavis vals ixdis.
26 იანვარი 2014 22:16
#1   bagrat
      
ამ ვაჯბატონს არავი აუხსნა, რომ მიშა ცხრა წლის მანძილზე მსოფლიოს უმტკიცებდა ქარტველი ერის მისწრაფებას ტავისუფლებისკენ, ცხრა წელი იმუშავა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა ყველა მსოფლიოს ლიდერი, დაერწმუნებინა თვით ქართველი ერი იმაში, რომ ჩვენ გვინდოდა სახელმწიფო, სახელმწიფო თანაც განვითარებული. ამ ბატონს იქნებ აუხსნას ვინმემ, რომ წინასაარჩევნოდ ძალიან ეფექტურად იმუშავა პუტინის ავაზაკურმა გეგმამ, გააბრიყვეს ხალხი და ერთი წლის მანძილზე პირიქით დაარწმუნეს ხალხი იმაში, რომ არ გვჭირდება სახელმწიფო და თავისუფლება. ანუ მე შემოვღობავ თქვენს პატარა ტერიტორიას და დაგანაყრებთო, წყალსაც დაგალევინებთ და მეტი რაღა გინდათო!!! და მიშას რაღა ექნა???
26 იანვარი 2014 19:35
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი