სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, უახლოეს პერიოდში ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.
სტადიონი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და თავდაპირველად მას იპოდრომის ფუნქციაც ქონდა. კომპლექსი ბალახისსაფარიანი 2 სტანდარტული საფეხბურთო და 1 სარაგბო მოედნისგან შედგება. ტრიბუნა 2 000 მაყურებელზეა გათვლილი.
როგორც სპორტის სამინისტროში აცხადებენ, კომპლექსის ირგვლივ არსებული ტერიტორია იძლევა იმის საშუალებას, რომ დამატებით ხელოვნურსაფარიანი 1 სტანდარტული და 6-მდე მინი მოედანი მოეწყოს.
ამ ეტაპზე სტადიონით 4 საფეხბურთო და 3 სარაგბო ასაკობრივი ჯგუფი სარგებლობს, სულ 400-მდე ბავშვი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ტარდება შიდა ტურნირები, გუნდები ასევე მონაწილეობას იღებენ დასავლეთ საქართველოს ტურნირებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.