The New York Times -ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, ორი ქალი ტრამპს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
13-10-2016, 00:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

The New York Times -ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ორი ქალი დონალდ ტრამპს უადგილო შეხებაში ადანაშაულებს. ბრალდებებს ტრამპის წარმომადგენელმა "შეთხზული" უწოდა, მაგრამ ჩანაწერმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიას, მაშინ როცა მხოლოდ 4 კვირაზე ნაკლები რჩება შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.

 

 

ერთ–ერთი ქალი, ჯესიკა ლიდზი, კამერების წინაშე ჰყვება, თუ როგორ ჩაავლო ტრამპმა მას ხელი მკერდზე და ცდილობდა მისი ქვედა ტანისკენ ხელის გაყოლებას, ნიუ იორკისკენ მიმავალ თვითმფრინავში, პირველი კლასის კაბინაში, 1980 წელს ან დაახლოებით 1980 წელს.

 

 

მეორე ქალი რეიჩელ ქრუკსი აღწერს, თუ როგორ "კოცნიდა ტრამპი მას პირდაპირ პირში" 2005 წელს, ლიფტის გარეთ, მანჰეტენზე "ტრამპ თაუერში", სადაც ის უძრავი ქონების ფირმაში რეგისტრატორად მუშაობდა.

 

 

ტრამპის საარჩევნო კამპანიამ უარყო აღნიშნული ბრალდებები და მთავარმა მრჩეველმა "როიტერსს" უთხრა, რომ ტრამპი "ნიუ იორკ თაიმსის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება.

 

 

"ეს მთლიანი სტატია არის ბელეტრისტიკა, და 'ნიუ იორკ თაიმსისთვის' მსგავსი, სრულიად არასწორი თემით, კოორდინირებული ხასიათის მკვლელობის წამოწყება ტრამპის წინააღმდეგ, სახიფათოა", თქვა ტრამპის კამპანიის კომუნიკაციების მთავარმა მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა განცხადებაში.

 


ტრამპის მიმართ ახალი ბრალდებები მის შესახებ იმ ვიდეოს გავრცელების კვალდაკვალ გაჟღერდა, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ტრაბახობს იგი ქალებთან ხელების სექსუალური ფათურით, კოცნის მათ ნებართვის გარეშე, და ცდილობს შეაცდინოს დაქორწინებული ქალები.

 

 

ქალებისადმი არასათანადო სექსუალური მოპყრობის საკითხი ერთ–ერთი მთავარი თემა იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატის, დონალდ ტრამპისა და მისი მეტოქის "დემოკრატიული პარტიდან", ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო დებატებში, როცა ტრამპი სასტიკად დაესხა თავს ჰილარი კლინტონს და მის მეუღლეს. მან უარყო მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და თქვა, რომ მისი მხრიდან ქალებისადმი არასათანადო სექსუალურ მოპყრობას არასდროს ჰქონია ადგილი, სამაგიეროდ კი იგი ცხარე საპრეზიდენტო დებატებში თავს დაესხა ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი