ერაყის ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს, - განაცხადა ერაყის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, პრემიერ მინისტრმა ჰაიდერ აბადიმ სატელევიზიო მიმართვისას.
აბადის თქმით, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის განმათავისუფლებელ ოპერაციაში ერაყის არმია და ადგილობრივი პოლიციის ძალები მონაწილეობენ.
ქალაქ მოსულს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები 2014 წლის ივნისიდან აკონტროლებენ.
როგორც "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები აცხადებენ, ოპერაციის დაწყებისას ქალაქი შესაძლოა, ასობით ათასმა ადამიანმა დატოვოს, ამიტომ საჭიროა ამ ადამიანების თავშესაფრით, საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფა.
მოსული ერაყში ISIS-ის უკანასკნელი მსხვილი დასაყრდენია, ამიტომ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქალაქის გათავისუფლება ექსტრემისტებისგან მთელი ერაყის გათავისუფლებას ნიშნავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.