კლინტონის ელექტრონული წერილები: FBI-ს დირექტორმა "შესაძლოა კანონი დაარღვია"
31-10-2016, 01:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების სენატში დემოკრატების ლიდერმა განაცხადა, რომ FBI-ს ხელმძღვანელმა შესაძლოა დაარღვია კანონი იმის გამჟღავნებით, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებდა ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც სავარაუდოდ კავშირში იყო ჰილარი კლინტონთან. ამის შესახებ BBC წერს.

 


ჰარი რეიდმა FBI -ს დირექტორი ჯეიმს კომი იმ აქტის დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც ოფიციალურ პირებს უკრძალავს არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას.

 


FBI -ს გამოძიების შესახებ ინფორმაცია კი არჩევნებამდე დარჩენილ 2 კვირაზე ნაკლები დროის პერიოდში გავრცელდა.

 


წერილში, რეიდმა კომის ბრალი ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დასდო და აღნიშნა, რომ მისი განზრახვა ერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ არის მიმართული.

 


რეიდმა ასევე ბრალი დასდო კომის „რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს, მის მთავარ მრჩევლებსა და რუსეთის მთავრობას შორის მჭიდრო კავშირების გამაოგნებელი ინფორმაციის“ გავრცელებაზე უარის თქმაში.

 


„საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს ამ ინფორმაციის შესახებ. მე მოგწერეთ თქვენ ერთი თვის წინათ და მოგიწოდეთ აღნიშნული ინფორმაცია გაგეხადათ საჯარო საზოგადოებისათვის“, - განაცხადა რეიდმა.

 


ამასობაში ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ გასცა ორდერი ჩაატაროს გამოძიება კლინტონის მთავარი მრჩევლის ელექტრონული წერილების მონაცემთა ბაზის შესწავლის თაობაზე.

 


ელექტრონული წერილები ჰუმა აბედინისაგან, სავარაუდოდ, მისი ცალკე მცხოვრები ქმრის, ყოფილი კონგრესმენის ანტონი ვეინერის პორტატულ კომპიუტერში იპოვეს.

 


გავრცელებული ინფორმაციით, ძიება 650 000 ელექტრონულ წერილს ეხება, რაც ნაკლებად მოსალოდნელს ხდის რომ არჩევნებამდე გამომძიებლებმა მათზე რაიმე ვერდიქტი გამოიტანონ.

 


საგამოძიებო ბიუროს სჯერა, რომ აღნიშნული იმეილები შესაძლოა „კავშირში იყოს“ მის წინა გამოძიებასთან, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობისას მის მიერ კერძო სერვერის გამოყენებას უკავშირდება.

 


საქმე, ივლისში, ჰილარი კლინტონისთვის რაიმე ბრალდების წაყენების გარეშე დაიხურა.

 


ვეინერის მიმართ ცალკე გამოძიებაც მიმდინარეობს, რომელიც მის მიერ არასრულწლოვანი გოგოებისთვის მკაფიოდ სექსუალური ტექსტების გაგზავნას ეხება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი