გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, თამარ ბაგრატიასთან ერთად, სარფში შავი ზღვის ფსკერის დასუფთავების აქციას დაესწრო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, აქცია პროექტის - “გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება შავ ზღვაში“ (EMBLAS) ფარგლებში გაიმართა.
აქციის ფარგლებში, მყვინთავებმა ზღვის ფსკერის დასუფთავების სამუშაოები 20 მეტრის სიღრმეზე განახორციელეს.
მინისტრმა აქციის დასრულების შემდეგ მყვინთავებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.