ტრამპის მიერ იაპონიის შესახებ გაკეთებული განცხადების კვალდაკვალ, რომ მას ბირთვული იარაღის შეძენა შეუძლია, პრემიერ მინისტრი შინზო აბე ტრამპთან შესახვედრად ნიუ იორკში ჩადის
13-11-2016, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, პრემიერ მინისტრის, შინზო აბეს მიზანია ხაზი გაუსვას იაპონიასა და შეერთებულ შტატებს შორის ალიანსის მნიშვნელობას, როცა იგი სამშაბათს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

 

 

„ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა ნდობის შესაქმნელად“, განუცხადა კიშიდამ საზოგადოებრივ მაუწყებელის პროგრამას, NHK-ს. „ჩვენ აგრეთვე სურვილი გვაქვს გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა შევიტანოთ წვლილი იაპონია-ამერიკის ალიანსის მნიშვნელოვან გაძლიერებაში“.

 

 

პერუში აზია-წყნარი ოკეანის სამიტიდან აბე ნიუ იორკში ტრამპთან შესახვედრად ჩავა. ტოკიო ცდილობს ნათელი შეიტანოს იმაში, თუ რა მიმართულებით სურს პოლიტიკისთვის ახალბედა ტრამპს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მას შემდეგ რაც მან საარჩევნო კამპანიისას ისეთი განცხადებები გააკეთა, რაც დიდი ხნის პოლიტიკის ჩარჩოებიდან ამოვარდნილი იყო და უცნაურად ჟღერდა.

 


კაშიდამ კიდევ ერთხელ გაიმეორა იაპონიის დიდი ხნის პოზიცია, რომ მას არ გააჩნია გეგმები შეიძინოს ბირთვული იარაღი. თავისი კამპანიის დროს ტრამპმა ღიად დატოვა შესაძლებლობა რომ იაპონიამ -ერთადერთმა ქვეყანამ, რომელიც ბირთვული დაბომბვის მსხვერპლი გახდა - შესაძლოა შეიძინოს ბირთვული იარაღი.

 

 

„მე არ მჯერა, რომ იაპონია ბირთვულ იარაღს შეიძენს. ეს პრინციპი არ შეიცვლება“, თქვა კიშიდამ.

 

 

ტრამპის კამპანიის კომენტარებმა იაპონიის ბირთვულ შეიარაღებაზე და მისმა მოთხოვნამ, იაპონიამ მეტი გადაიხადოს მის მიწაზე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შენარჩუნებისთვის, ტოკიოს წუხილი გამოიწვია ვაშინგტონთან უსაფრთხოების ალიანსის შესაძლო ცვლილებებზე, რაც მისი თავდაცვის დედაარსად არის მიჩნეული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა, ტომომი ინადამ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმავე პროგრამას განუცხადა, რომ იაპონია უკვე საკმარის ფინანსურ ტვირთს კისრულობს იაპონიაში განლაგებული შეერთებული შტატების ჯარების მხარდასაჭერად.

 

 

„იაპონიას საკმარისი წვლილი შეაქვს“, თქვა ქალბატონმა მინისტრმა. „მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ იაპონია გააძლიერებს მის თავდაცვის მდგომარეობას როგორც ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად, გააძლიერებს იაპონია- შეერთებული შტატების ალიანსს და გააძლიერებს კავშირებს სხვა შესაბამის ქვეყნებთან“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი