მიხეილ სააკაშვილი: „არასოდეს მიცხოვრია მდიდრულ რეზიდენციებში, როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, თითქმის ყოველ საღამოს ჩვეულებრივ კაფეში ვიჯექი"
13-11-2016, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკრაინის მე-5 არხის გადაცემაში სტუმრობისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკვე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, თუ როგორ მოკრძალებულად ცხოვრობდა საქართველოში პრეზიდენტობისას.

სააკაშვილმა პოროშენკოსთან მისი პიროვნების შედარებისას, წამყვანის მიერ დასმული შეკითხვის - თუ რა გამოსდის მასზე უკეთესად პოროშენკოს - საპასუხოდ თქვა, რომ მან 100 000 დოლარის შოვნაც ვერ შეძლო, მაშინ, როდესაც პოროშენკომ მილიარდები იშოვა, მისთვის კი ჩვეულებრივი ადამიანების საფიქრალის გაგებაა უფრო ადვილი, მას მათ ადგილას თავის დაყენება შეუძლია, რადგან მისი თქმით, იგი გაცილებით უფრო ახლოს არის ადამიანებთან მატერიალური მდგომარეობით, და მეორე მომენტია ის, რომ იგი „ადამიანებთან ურთიერთობას ეთაყვანება“. „მე არასოდეს მიცხოვრია მდიდრულ რეზიდენციებში, როდესაც მე პრეზიდენტი ვიყავი, თითქმის ყოველ საღამოს ჩვეულებრივ კაფეში ვიჯექი. ნუ, პატარა ქვეყანაა, რა თქმა უნდა, უკრაინა სხვა ისტორიაა“.

მან გადაცემაში უკრაინის პოლიციაში არსებულ კორუფციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პოლიციის რეფორმა ჩაფლავდა, რადგან არასაკმარისია საპატრულო პოლიციისთვის მატერიალური უზრუნველყოფის საშუალებები და მე-2 მხრივ პოლიციის ძირითადი ნაწილი დარჩა არარაფინირებულად. მან რიტორიკული შეკითხვა დასვა, თუ როგორ შეძლებს მინისტრი ავაკოვი პოლიციის რეფორმის ჩატარებას მაშინ, როცა ერთი ბოთლი ღვინო პოლიციელის ყოველწლიურ ხელფასზე ძვირი ღირს და „ყველა ფული მაღლა მიდის“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენია მისი ყოველთვიური საჭიროება და თუ ჰყავს მას დაცვა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ რამდენიმე ათასი სჭირდება თვეში, დაცვის ორი წევრი კი საქართველოდან ჰყავს და მათ იარაღის ტარების უფლება არ აქვთ და ერთი, რაც მისი დაცვის წევრებს შეუძლიათ, ისიც თუ სწრაფად მოახდენენ რეაგირებას, მისი „ზელიონკის“ შესხმისაგან თავდაცვაა (იცინის). „მე მყავდა დიდი დაცვა, კარგი ბიჭები არიან... როდესაც ჩხრეკა ჩაატარეს მაისში, ეს ბიჭები ნიღბებით იყვნენ მოსული და რცხვენოდათ სახის გამოჩენის, მე მაშინვე ვიცანი ისინი, რა თქმა უნდა ეს არაა ლამაზი“.

სააკაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ შემდეგი 6 თვე გადამწყვეტი იქნება ქვეყნისთვის.

მან უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე კვიტაშვილის წარდგენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც მას პოროშენკომ მის შესახებ ჰკითხა, მან უპასუხა, რომ იგი „რეფორმატორი არ არის“, მაგრამ „კარგი შემსრულებელია“, ხოლო პოროშენკოს ურჩია:

„თქვენ გჭირდებათ რეფორმატორი, რომელიც თავის ხელში აიღებს ინიციატივას“.

სააკაშვილმა გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ იგი შეიძლება ქართულ მხარეს გადასცეს. "ძალიან კარგი აზრის ვარ პეტრო პოროშენკოზე. ვფიქრობ, მსგავს რამეს იგი არ გააკეთებს. უბრალოდ, წარმოიდგინეთ ჰიპოთეტურად, რომ პოროშენკო საქართველოს გადამცემს, თუნდაც ასე იყოს, საქართველოში 600 000 მომხრე მყავს და ზუსტად ერთ კვირაში მე უკვე თავისუფლებაზე ვიქნები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები: 2
#2   vazha malaghuradze
      
ციტატა: vazha malaghuradze
სააკაშვილი სტალინივით ასკეტური პირადი ცხოვრების მომხრე, მასთან შესადარებელი, ნამდვილად არ არის, მაგრმა ისტორიას განმეორებები ოღონდ სხვა ფორმით ახასიათებს.წარსულში სტალინი საქართველოდან "გააძევს" მაგრამ რუსეთში დამკვიდრდდა, სადაც ფაქტიურად საქართველოს ბედი გადაწყდა. დღეს საქართველოს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა აქვს უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მისი მოწოდება უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით უკრაინაში არსებული ავტორიტალური, კლეფტოკრატული პოლიტიკური ელიტის ხალხის ტალღის მეშვეობით მთლიანად მოცილების, ხალხისათვის ძალაუფლების გადაცემის და ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცლებლობის წინაშე დღეს დეგას საქართველოც.
პოლიტიკა ეს ინტერესების განხორციელების სფეროა. საქართველოში დღეს არსებული ძირითადი პრობლემა, რომელიც ამუხრუჭებს მის განვითარებას, იმ პოლიტიკურ უსამართლობაშია, რომელიც სახელმწიფოს, მოქალაქეების უმრავლესობის და მცირე ავტოკრატული პოლიტიკური "ელიტის" კერძო ინტერესებს შორის თანაფარდობას აწესებს. იგი სსრკ-დან მემკვიდრეობით მიღებული, პოსტსაბჭოური ელიტის ძალადობით დამკვიდრებული პოლიტიკური ცხოვრების ის წესია, რომელის მიხედვით 150 პარლამენტარი და მათ უკან მდგომი გარე თუ შიდა ლობისტები, ეროვნული, მოქალაქეთა უმრავლესობის ინტერესების და პოლიტიკურ ნების იგნორირებით, ღებულობს გადაწყვეტილებებს, კანონებს, დიქტატორულად თავს ახვევსს მთელ ერს და მათი მეშვეობით ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომლის მეშვეობით განკარგავს ეროვნულ ქონებრივ მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს, მხოლოდ საკუთარიკერძო ინტერესების და ქონების გამრავლებისათვის და მასთან ერთად მისი გარე თუ შიდა ლ ობისტების .როგორც პოლიტიკური ასევე კერძო ინტერესებისათვის, რისი შედეგიც არის ეროვნული ინტერესებისათვის სახიფათო, სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური სტაგნაციის ხელის შემწყობი სახელმწიფო პოლიტიკა.
ხელისუფლება რომ ხალხის ნებას, არა ფორმალურად არამედ ფაქტიურად ემორჩილებოდეს და მას ემსახურებოდეს, მარტო კონსტიტუციურად ამის აღიარება არ არის საკმარისი, მასთან ერთად ასევე კონსტიტუციურად ხალხს ნებისმიერ მომენტში აუცილებლობის შემთხვევებში მოქალქეთა გარკვეული რაოდენობის ან ოპოზიციის მოთხოვნით, რეფერენდუმით, ხელისუფლების ნებისგან დამოუკიდებლად, კანონის გაუქმების ან მიღების უფლება უნდა ქონდეს.
რეფერენდუმით კანონის მიღების ან გაუქმების უფლების აღდგენა არ ნიშნავს, რეფერენდუმის მეშვეობით პარლამენტარიზმის ჩანაცვლებას. იგი აუცილებელია მხოლოდ იმისათვის რომ ბოლო მოეღოს ავტორიტარული პოლიტიკური „ელიტის“ მიერ პარლამენტის გამოყენებით ხალხზე პოლიტიკური დიქტაურას და საერთოდ პარლამენტში უმრავლესობაში მოხვედრილი ნებისმიერი პარტიის ან მისი მეშვეობით მის უკან მდგომი ცალკეული ავტორიტეტების პოლიტიკურ დიქტაურას .
ამ უფლების გამოყენების აუცილებლობა დამოკიდებულია პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინების ხარისხზე. პარლამენტის მხრიდან ამ ინტერესების სრულფასოვნად გათვალისწინების შემთხვევაში იგი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს . მაგრამ იგი არის გარანტი იმისა, რომ ნებისმიერ დროს ხელისუფლება ხალხის ნებას, არა ფორმალურად არამედ ფაქტიურად ემორჩილებოდეს და მას ემსახურებოდეს.
აღნიშნულის მიღწევა შეიძლება მხოლოდ კანონის რეფერენდუმით გაუქმების და მიღების უფლების მოთხოვნის საფუძველზე ხალხის უშუალო დემოკრატიული მოქმედებით არსებული პოლიტიკური "ელიტის"-მთლიანად შეცვლით, ვადამდელი არჩევნების ჩატარებით და კონსტიტუციურად ლეგიტიმაციის გზით.
14 ნოემბერი 2016 02:37
#1   vazha malaghuradze
      
13 ნოემბერი 2016 22:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 
ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი