ანტი-საემიგრაციო ძალისხმევის არქიტექტორი, რომლის თქმითაც, იგი უწევს რჩევებს პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაცია შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას შესაძლოა სწრაფად, კონგრესის მოწონების გარეშე შეუდგეს.
როგორც „როიტერსი“ იუწყება, კანზასის სახელმწიფო მდივანმა, კრის კობახმა, რომლის დახმარებითაც დაიწერა მკაცრი საემიგრაციო კანონები არიზონასა და სხვაგან, ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის პოლიტიკის მრჩევლებმა ასევე განიხილეს მის მიერ განსჯილი წინადადების შავი ვარიანტი, აღდგეს რეგისტრაცია იმ ემიგრანტებისთვის, რომლებიც მუსულმანური სახელლმწიფოებიდან არიან.
კობახმა, რომელიც მედიის ინფორმაციით ტრამპის გარდამავალი გუნდის საკვანძო ფიგურაა, განაცხადა, რომ იგი მონაწილეობდა რეგულარულად გამართულ კონფერენციებში ემიგრაციის საკითხებზე, ტრამპის ათეულობით მრჩეველთან ერთად, გასული ორი-სამი თვის განმავლობაში.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვრის გასწვრივ მისი დაგეგმილი კედელი შეიძლება რომ ნაწილობრივ ღობე იყოს, თუმცა მკაფიოდ დაადასტურა მისი მზაობა, რომ ქვეყნიდან სამ მილიონამდე კრიმინალი ემიგრანტის გაძევებას ან დაპატიმრებას გეგმავს.
ზოგიერთ ადგილას „კედელი უფრო შესაფერისია“, უთხრა მან შეერთებული შტატების სამაუწყებლო კომპანია CBS-სს, მაგრამ „იქ შეიძლება ზოგან ღობე იყოს“.
შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე ღობე უკვე არსებობს.
ტრამპი მისი საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხევვაში მექსიკის საზღვარზე ააშენებდა კედელს, უფრო სწორად თავად მექსიკას აიძულებდა მის აშენებას, რომ ქვეყანა არალეგალური ემიგრანტებისაგან, „გამპატიურებელი, მოძალადე“ მექსიკელებისაგან დაეცვა, რაც ტრამპის მხარდამჭერებში დიდ მოწონებას იმსახურებდა.
მან თქვა, რომ ის გეგმავს ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე მცხოვრები კრიმინალური წარსულის მქონე სამ მილიონამდე მიგრანტის დეპორტაციას ან დაპატიმრებას, ისეთების, როგორიც არიან კრიმინალური დაჯგუფებების წევრები და ნარკო-დილერები.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მის მთავარ ინტერვიუში ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიასთან, ტრამპმა CBS-სს უთხრა: „ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ იქნება ის, რომ კრიმინალებს ან კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს, ნარკო-დილერებს, რომლებიც ბევრნი არიან, ალბათ ორი მილიონი, მათი რიცხვი შეიძლება სამი მილიონიც იყოს, ჩვენ მათ ჩვენი ქვეყნიდან გავამგზავრებთ ან თავისუფლებას აღვუკვეთავთ“.
„რესპუბლიკელმა“ ტრამპმა სამშაბათის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი დაამარცხა და ბევრ ადამიანს, რომელიც წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვებიდან გამომდინარე „დემოკრატი“ კანდიდატის გამარჯვებას მოელოდა, შოკი მოჰგვარა.
შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს 60.3 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ნაკლებმა ვიდრე ჰილარი კლინტონს, რომელსაც 60.8 მილიონმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა. მაგრამ ტრამპის მაღალმა შედეგებმა უმთავრეს საარჩევნო ბრძოლის ველად ქცეულ შტატებში, მათ შორის მიჩიგანში, განაპირობა მისი უპირატესობა ხმების რაოდენობის მიხედვით საარჩევნო კოლეგიაში, რომელიც საბოლოოდ ირჩევს პრეზიდენტს. საარჩევნო კოლეგიაში, გამარჯვებისთვის 270 ხმის მოგროვებაა საჭირო, ტრამპს კი 50 შტატიდან-48 ში დათვლილი მონაცემების მიხედვით, მიღებული აქვს კოლეგიის 290 ხმა, ჰილარი კლინტონს 228 ხმა.
კობახმა ასევე თქვა, რომ ემიგრაციის საკითხებზე მომუშავე მრჩევლები მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გადავიდეს სწრაფად აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტი კონგრესის, რომლის უმრავლესობასაც „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ, თანხმობის გარეშე კედლის მშენებლობაზე, ახლანდელი თანხების ხელახალი ათვისებით. მან აღიარა, რომ „მომავალ ფისკალურ წელს თანხების დამატებითი ათვისების საჭიროება იქნება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.