ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, ჩიკაგოს და სხვა დიდი ქალაქების მერები აღთქმას დებენ, რომ ტრამპს ემიგრანტების ამერიკიდან დეპორტაციის საშუალებას არ მისცემენ
16-11-2016, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ იორკის მერმა განაცხადა, რომ მან შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ადამიანები ქალაქში „შეძრწუნებული“ არიან იმით, თუ რა შეიძლება მოუტანოს მათ თეთრი სახლის მისმა ადმინისტრაციამ. ამის შესახებ BBC წერს.

 


„ტრამპ თაუერში“ შეხვედრისას ბილ დე ბლასიომ გააფრთხილა „რესპუბლიკელი“, რომ მას განზრახული აქვს დეპორტაციისაგან დაიცვას ქალაქში დოკუმენტების გარეშე მცხოვრები ემიგრანტები.

 


მან თქვა, რომ ტრამპის გეგემები არ იმუშავებს „ემიგრანტებით უკიდურესად სავსე ქალაქში“.

 


ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ ის გეგმავს ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე მცხოვრები მილიონობით ემიგრანტის ამერიკიდან დეპორტაციას. 

 


დე ბლასიო არ არის ერთადერთი ქალაქის თავი, რომელიც ეწინააღმდეგება არჩეული პრეზიდენტის საემიგრაციო პოლიტიკას.

 


ლოს ანჟელესის, სან ფრანცისკოს, ჩიკაგოს, ბოსტონის, ფილადელფიის და ვაშინგტონ დი სის მერებმა ასევე აღთქმა დადეს, რომ დაიცავენ თავიანთ ქალაქებში მცხოვრებ ემიგრანტებს დეპორტაციისაგან.

 


გასულ კვირას ტრამპის შოკისმომგვრელი გამარჯვების შემდეგ, დე ბლასიომ განაცხადა, რომ ქალაქი წინააღმდეგობას გაუწევს ტრამპის ადმინისტრაციის ნებისმიერ მცდელობას შეაღწიოს მონაცემთა ბაზაში, რომელიც შეიცავს დოკუმენტების გარეშე მცხოვრები იმ ემიგრანტების სახელებს და გვარებს, რომელთაც მაიდენტიფიცირებელი ბარათები მიიღეს.

 


ნიუ იორკის ლიბერალ-დემოკრატმა მერმა რეპორტიორებს უთხრა, რომ მისი ერთსაათიანი შეხვედრა დონალდ ტრამპთან „თავაზიანი“ და „გულწრფელი“ იყო.

 


„მე გავუმეორე მას, რომ ეს ქალაქი და ძალზე ბევრი ქალაქი ქვეყნის გარშემო ყველაფერს გააკეთებს, რაც კი ჩვენ შეგვიძლია, რათა დავიცვათ ჩვენი ქალაქების მცხოვრებნი და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ოჯახები არ იქნებიან გახლეჩილნი“, - უთხრა მან რეპორტიორებს.

 


მან დაამატა, რომ ნიუ იორკმა „წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ იგი ღია იყო ყველასათვის - ადგილი, რომელიც ემიგრანტების თაობების მიერაა აშენებული“.

 


მაგრამ დე ბლასიომ ასევე თქვა, რომ ტრამპს „უყვარს“ მისი მშობლიური ქალაქი, რომლის მცხოვრებთა დიდმა უმრავლესობამაც ხმა „დემოკრატების“ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს მისცა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი