შინზო აბე ტრამპთან ნდობის ჩამოსაყალიბებლად ჩადის, რადგან ამერიკა-იაპონიის ალიანსს „იაპონიის დიპლომატიისა და უსაფრთხოების მთავარ ქვაკუთხედად" მიჩნევს
17-11-2016, 05:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მას სურს ნდობაზე აგებული ურთიერთობების ჩამოყალიბება, როდესაც შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება ამ კვირაში, ხაზი გაუსვა რა, რომ ორმხრივი ალიანსი ტოკიოს დიპლომატიის და უსაფრთხოების დედაარსს წარმოადგენს.

 


პერუში აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე დასწრების შემდეგ აბე გამგზავრება ნიუ იორკში და შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს. მოელიან, რომ იგი უცხო ქვეყნის პირველი ლიდერი იქნება, რომელიც ამერიკელ მილიარდერს 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეხვდება.

 

 

„ამერიკა-იაპონიის ალიანსი „არის იაპონიის დიპლომატიისა და უსაფრთხოების მთავარი ქვაკუთხედი. მხოლოდ მაშინ ცოცხლობს ალინსი, როცა არსებობს ნდობა“, - უთხრა აბემ რეპორტიორებს ტოკიოს დატოვებამდე, რომლის კომენტარსაც „როიტერსი“ სააგენტო „კიოდო“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


მიუხედავად ამისა აბეს და ტრამპიოს შეხვედრის დეტალები გაურკვეველია, ტრამპის გარდამავალი გუნდიდან კი არავინ აკეთებს კოემენტარს.

 

 

 


შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უცხო ქვეყნის პირველ ლიდერთან, იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, იაპონიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ჯერ არ დაუსრულებიათ პროტოკოლის გეგმა, თუ ნიუ იორკში, სად და როდის გაიმართება შეხვედრა, ვინ იქნება მიწვეული, ან ზოგიერთ შემთხვევაში ვის უნდა დაურეკონ საკითხების შესათნხმებლად, რომ პასუხები მიიღონ. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.

 


Reuters-ის სტატიის თარგმანის შემოკლებულ ქართულ ვარიანტს Guardian.ge გთავაზობთ.

 

 

როგორც სააგენტო წერს, მოლაპარაკებების გარშემო გაურკვევლობა აჩვენებს თავისუფალი ბიზნესმენის პრეზიდენტის რანგში გადასვლის თანმხლებ სირთულეებს.

 

 

იაპონიის და შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ შეხვედრის დაგეგმვაში სახელმწიფო დეპარტამენტი არ არის ჩართული.

 


„ძალიან დიდი დომხალია“, - თქვა ერთ-ერთმა იაპონელმა ოფიციალურმა პირმა.

 

 

აბე და ტრამპი შეხვედრაზე გასულ კვირას შეთანხმდნენ და არჩეული პრეზიდენტი და მისი მრჩევლები ბოლო დღეებში დაკავებულნი არიან მათ შტაბ-ბინაში მანჰეტენზე, „ტრამპ თაუერში“, ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობების განაწილებაზე დაძაბული მუშაობით.

 

 

მაშინ როცა მსოფლიო ლიდერები რეგიონულ სამიტებზე ზოგჯერ ერთმანეთთან თავისუფლად დაგეგმილ შეხვედრებს მართავენ, უცხო ქვეყნების ლიდერების მაღალი რანგის დიპლომატიური მოლაპარაკებების შეერთებულ შტატებში გამართვა დეტალური დაგეგმარების გარეშე, უჩვეულო ამბავია. აბე აშშ-ში პერუდან, აზია-წყნარი ოკეანის სამიტიდან უნდა ჩაფრინდეს.

 

 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ტრამპის გარდამავალი გუნდი სახელმწიფო დეპარტამენტთან კონტაქტზე არ გასულა არც მთავრობის გადაცემის და არც უცხო ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით.

 

 

მოელიან, რომ ტრამპი გარანტიებს მისცემს იაპონიას და აზიის სხვა მოკავშირეებს მისი საარჩევნო კამპანიის რიტორიკის შემდეგ, განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.

 


მაგრამ, ტრამპს, დიპლომატიური და სამთავრობო გამოცდილებების არმქონე ბიზნესმენს და აბეს, ვეტერან კანონმდებელს, განსხვავებული შეხედულებები აქვთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა.

 

 

 

იაპონიის მოლოდინები ტრამპისა და აბეს შეხვედრამდე

 


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, პრემიერ მინისტრის, შინზო აბეს მიზანია ხაზი გაუსვას იაპონიასა და შეერთებულ შტატებს შორის ალიანსის მნიშვნელობას, როცა იგი არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

 


„ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა ნდობის შესაქმნელად“, განუცხადა კიშიდამ საზოგადოებრივ მაუწყებელის პროგრამას, NHK-ს. „ჩვენ აგრეთვე სურვილი გვაქვს გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა შევიტანოთ წვლილი იაპონია-ამერიკის ალიანსის მნიშვნელოვან გაძლიერებაში“.

 


ტოკიო ცდილობს ნათელი შეიტანოს იმაში, თუ რა მიმართულებით სურს პოლიტიკისთვის ახალბედა ტრამპს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მას შემდეგ რაც მან საარჩევნო კამპანიისას ისეთი განცხადებები გააკეთა, რაც დიდი ხნის პოლიტიკის ჩარჩოებიდან ამოვარდნილი იყო და უცნაურად ჟღერდა.

 


კაშიდამ კიდევ ერთხელ გაიმეორა იაპონიის დიდი ხნის პოზიცია, რომ მას არ გააჩნია გეგმები შეიძინოს ბირთვული იარაღი. თავისი კამპანიის დროს ტრამპმა ღიად დატოვა შესაძლებლობა რომ იაპონიამ -ერთადერთმა ქვეყანამ, რომელიც ბირთვული დაბომბვის მსხვერპლი გახდა - შესაძლოა შეიძინოს ბირთვული იარაღი.

 

 

„მე არ მჯერა, რომ იაპონია ბირთვულ იარაღს შეიძენს. ეს პრინციპი არ შეიცვლება“, თქვა კიშიდამ.

 

 

ტრამპის კამპანიის კომენტარებმა იაპონიის ბირთვულ შეიარაღებაზე და მისმა მოთხოვნამ, იაპონიამ მეტი გადაიხადოს მის მიწაზე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შენარჩუნებისთვის, ტოკიოს წუხილი გამოიწვია ვაშინგტონთან უსაფრთხოების ალიანსის შესაძლო ცვლილებებზე, რაც მისი თავდაცვის დედაარსად არის მიჩნეული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა, ტომომი ინადამ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმავე პროგრამას განუცხადა, რომ იაპონია უკვე საკმარის ფინანსურ ტვირთს კისრულობს იაპონიაში განლაგებული შეერთებული შტატების ჯარების მხარდასაჭერად.

 

 

„იაპონიას საკმარისი წვლილი შეაქვს“, თქვა ქალბატონმა მინისტრმა. „მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ იაპონია გააძლიერებს მის თავდაცვის მდგომარეობას როგორც ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად, გააძლიერებს იაპონია- შეერთებული შტატების ალიანსს და გააძლიერებს კავშირებს სხვა შესაბამის ქვეყნებთან“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი