ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ სენატორს ალაბამადან, ჯეფ სეშენსს გენერალური პროკურორის პოსტი შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
სენატორი სეშენსი, ყოფილი პროკურორი, სენატში 1996 წელს აირჩიეს და იგი ტრამპის ერთ-ერთი ახლო მოკავშირე იყო საარჩევნო კამპანიის დროს.
(სენატორი სეშენსი "ტრამპ თაუერში")
ამასობაში, გადამდგარმა სამ-ვარსკვლავიანმა გენერალ-ლეიტენანტმა მაიკლ ფლინმა თანხმობა განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე.
ასევე, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე კი მაიკ პომპეოა წარდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.