ხობის მუნიციპალიტეტში, ძლიერი ქარის გამო, საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა
21-11-2016, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა. როგორც Guardian.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სტიქიამ ქალაქში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა. 

 

 

"ადმინისტრაციული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციით: ჭალადიდში დაზიანებულია ორი საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა; ახალსოფლის საჯარო სკოლა; პატარა ფოთში ორი საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები; თორსა-დღვაბაში ერთი საცხოვრებელი სახლი; ხობში სამი სახლი და ორი საცხოვრებელი კორპუსი.

 


ს.ს "სოკარ ჯორჯია გაზის" ხობის მომსახურების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქ. ხობის 81 აბონენტს, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდა", - აცხადებენ გამგეობაში.

 

 

მათივე ცნობით, ამ დროსითვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.

 

 

მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ზაზა ბუკიამ ქალაქში გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაათვალიერეს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი