საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში დაიწყო.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ტრადიციულად მისი დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და ქალბატონ ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებული მიღებითა და სადილით გაიხსნა. კერძო მიღებას მსოფლიო ლიდერებთან და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, დავოსში 22 იანვარს ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს უფროსი გიორგი პერტაია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე - "ევრაზია - შემდეგი ზღვარი" და "სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზრია: გზაგლობალური ეკონომიკისკენ", სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრებს. სესიას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრება ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტიილჰამ ალიევი. სესიებზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშიც მოხვდება. უკვე დაგეგმილია პირდაპირი ჩართვის განხორციელება ტელეკომპანია CNBC -ის ეთერში. ირაკლი ღარიბაშვილი ინტერვიუს მისცემს ტელეკომპანია BBC-ს, CNN-ს და სააგენტო BLOOMBERG-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.