„ეს-ესაა შევხვდი გენერალ პეტრიუსს - ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ!“ - დონალდ ტრამპი დევიდ პეტრიუსის კანდიდატურას სახელმწიფო მდივნის პოსტზე განიხილავს
28-11-2016, 23:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოელიან, რომ შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი მის კაბინეტში ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო, სახელმწიფო მდივნის პოსტზე კანდიდატურას სამშაბთს დაასახელებს. ტრამპის წარმომადგენლის, ჯეისონ მილერის განცხადებით, სამშაბათ საღამოს ტრამპს ვახშამი ექნება მით რომნისთან, 2012 წლის „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, რომელიც „უმაღლესი დონის“ კანდიდატია პოსტისათვის.

 


მილერმა განაცხადა, რომ ტრამპი აღნიშნულ თანამდებობაზე ნიუ იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის კანდიდატურასაც განიხილავს - რომელსაც ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე მომუშავე ერთგული მხარდამჭერები უყურებენ კეთილგანწყობით - და არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე ორშაბათს განიხილა სახელმწიფო მდივნის პოსტის შეთავზების საკითხი გადამდგარ გენერალთან, დევიდ პეტრიუსთან.

 


„როიტერსის“ ცნობით, „რესპუბლიკელმა“ წყარომ, რომელიც გარდამავალ გუნდთან ახლოს არის, განაცხადა, რომ გასულ კვირას ჩანდა, რომ ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოსტზე რომნის არჩევისკენ იხრებოდა, მაგრამ პეტრიუსის გამოჩენამ „ტრამპ თაუერში“ აჩვენა, რომ არჩეული პრეზიდენტი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია და აღნიშნულ პოზიციაზე კანდიდატების უფრო ფართო სპექტრს განიხილავს.

 


„ეს-ესაა შევხვდი გენერალ პეტრიუსს - ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ!“ - დაწერა ტრამპმა "თვითერზე" მალევე, რაც პეტრიუსმა მასთან ერთ საათზე მეტხნიანი შეხვედრის შემდეგ მანჰეტენი დატოვა.

 


პეტრიუსს, შეერთებული შტატების ყოფილ სამხედრო მეთაურს, რომელიც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ძალებს ერაყსა და ავღანეთში, გასულ წელს კლასიფიცირებული ინფორმაციის არასანქცირებული გადაცემისა და შენახვისთვის 2-წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა და 100 000 დოლარით დაჯარიმდა.

 


მან აღიარა კლასიფიცირებული ინფორმაციის გაზიარება მის ბიოგრაფთან, რომელთანაც მას სასიყვარულო რომანი ჰქონდა. სკანდალმა აიძულა პეტრიუსი 2012 წელს გადამდგარიყო ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) ხელმძღვანელის პოსტიდან, რომელზეც იგი 2011 წელს დაინიშნა.

 


პეტრიუსმა არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ რეპორტიორებთან განაცხდა, რომ ტრამპმა საკითხების განხილვისას „ძირითადად მსოფლიოს გარშემო შემომატარა“ და „მან აჩვენა იქ არსებული სხვადასხგვარი გამოწვევების ჩინებული გაგება და აგრეთვე სხვა შესაძლებლობებიც“.

 


ტრამპის გარდამავალ გუნდში მით რომნის შესახებ, რომელიც „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი იყო და პრაიმერების“ დროს მოუწოდებდა „რესპუბლიკელებს“, რომ ნებისმიერი კანდიდატისათვის დაეჭირათ მხარი, გარდა ტრამპისა, აზრები გაყოფილია. ტრამპის მთავარმა მრჩეველმა კელიან კონვეიმ, რომელიც ნიუ იორკელი ბიზნესმენის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ რომნის კანდიდატურის წარდგენა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს ტრამპის იმ მხარდამჭერებში, რომლებიც ჯულიანის ემხრობიან.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი