შეერთებული შტატების პოტენციურმა სახელმწიფო მდივანმა, მით რომნიმ ტრამპთან სადილის შემდეგ განაცხადა, რომ მსოფლიო საქმეების განხილვებით ძალიან ისიამოვნა
29-11-2016, 23:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკელმა“ მით რომნიმ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ემოციური განცხადება გააკეთა, შეეცადა რა გაეფანტა მის მიმართ ეჭვები ტრამპის მხარდამჭერებს შორის, რომ იგი კამათის საგნად რჩება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე.

 


ამის შესახებ Reuters-ი წერს. სტატიის თარგმანს Guardian.ge გთავზობთ.

 


რომნიმ, მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა და 2012 წლის „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევი პრაიმერების დროს ტრამპის დაუნდობელი კრიტიკოსი იყო და მოუწოდებდა ამომრჩევლებს ყველასთვის მიეცათ ხმა, გარდა ტრამპისა, 8 ნოემბრის არჩევნებში „დემოკრატ“ მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონზე გამარჯვების შემდეგ შეაქო იგი „ჩართულობისა და ხალხის გამაერთიანებელი გზავნილისათვის“.

 


მისი ადმინისტრაციის კაბინეტის წამყვან თანამდებობებზე ტრამპის მიერ გამოცხადებული დანიშვნების და მისი ამერიკელებს შორის უფრო დიდი ერთიანობის სურვილის აღნიშვნისას რომნიმ თქვა, რომ „ყველა ეს ფაქტი ერთად აღებული მაძლევს მზარდ იმედს, რომ არჩეული პრეზიდენტი ტრამპი არის ჭეშმარიტი კაცი, რომელსაც შეუძლია გაგვიძღვეს“ უკეთესი მომავლისაკენ.

 


რომნიმ კომენტარები ტრამპთან და „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარესთან, რაინს პრიბესთან მანჰეტენზე ტრამპის სასტუმროში, ფრანგულ რესტორანში ხანგრძლივი სადილის შემდეგ გააკეთა. მათ ნივრის წვნიანი, ბაყაყის ფეხებთან, მოლუსკებთან, ხორცის წვრილ ნაჭრებთან და ცხვრის დაბეგვილ კატლეტთან ერთად მიირთვეს.

 


მას შემდეგ, რაც ტრამპმა სერიოზულად დაიწყო რომნის კანდიდატურის სახელმწიფო მდივნის პოსტზე განხილვა, ზოგიერთებმა ტრამპის გუნდში მისი ყოფილი კრიტიკოსის მიმართ ეჭვების გამოხატვა დაიწყეს და უმჯობეს კანდიდატად, ნიუ იორკის ყოფილი მერი, ტრამპის დიდი ხნის მეგობარი და ერთგული მხარდამჭერი, რუდი ჯულიანი მიიჩნიეს.

 


მიუხედავად ამისა, ტრმპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე რომნის კანდიდატურა განხილვის საგნად დატოვა და როგორც გარდამავალ ძალისხმევაში ახლოს მყოფმა „რესპუბლიკელმა“ წყარომ განაცხადა, რომნისთვის ბიძგის მიცემაში, სცენის მიღმა პრიბესი დგას.

 


„დიდებული საღამო მქონდა არჩეულ პრეზიდენტ ტრამპთან“, - განუცხადა რომნიმ სადილის შემდეგ ჟურნალისტებს, „ჩვენ მორიგი განხილვა გვქონდა მთელი მსოფლიოს ირგვლივ არსებულ საქმეებზე და ეს განხილვები, რაც მე მასთან მქონდა, იყო დამრიგებლობითი, და საინტერესო, და სანდომიანი. მე ამით ძალიან, ძალიან ვისიამოვნე“.

 


ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ასევე ტენესის შტატის სენატორს, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბობ კორკერს განიხილავს.

 


იგი სამშაბათს, უფრო ადრე შეხვდა არჩეულ პრეზიდენტს „ტრამპ თაუერში“ და შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ტრამპს „სჭირდება ისეთი ვინმეს არჩევა, რომელთანაც იგი ძალიან კომფორტულადაა და მას ეცოდინება, რომ მასსა და მის მიერ არჩეულ კადრს შორის არავითარი უთანხმოება არ იარსებებს“.

 


„მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო მდივანი ისეთი ვინმეა, რომელიც სრულად ახმოვანებს პრეზიდენტს და კვლავ ვიტყვი, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მან უნდა მიიღოს“, - განაცხადა კორკერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი