[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ნოდარ ჯავახიშვილს საკმაოდ ტევად დოკუმენტაციას უგზავნის და აცხადებს, რომ ეს მასალები მოპოვებულია საჯარო სივრცეში და ამის მოპოვება თავად ჯავახიშვილსაც შეეძლო.
"უკვე რამდენიმე კვირაა ინფრასრუქტურის მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი აკრიტიკებს საკუთარ ხელმძღვანელს, მინისტრს, იძახის რომ ამ დარგში ტენდერებიდან ტყდება ფული. იძახის რომ რეგიონული მმართველების თავები უნდა დაიყაროს რადგან ისინი უშვებენ გადაცდომებს და ამ ყველაფრისთვის ითხოვს რომ ვინმემ მას მიაწოდოს შესაბამისი მასალა. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ პარლამენტში შევპირდი მას რომ მივაწვდიდი სრულ დოკუმენტაციას. დღეს ვასრულებ პირობას და საკმაოდ ტევად მასალას წერილთან ერთად ვუგზავნი მას. მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს დოკუმენტაცია მოპოვებულია საჯარო სივრცეში, აქედან გამომდინარე ბატონ ჯავახიშვილს შეეძლო ეს თავადაც მოეპოვებინა, მაგრამ მე ასევე შემიძლია დავუშვა ის რომ ამ სრული უნიათობის ფონზე ამ სამინისტროშიც შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები არ მუშაობენ და ამიტომ ვერ შეძლეს ამ ხნის განმავლობაში ამის გაკეთება. პრაქტიკულად ყველა საწყის მასალას ვუგზავნი. თუ ამის შემდეგაც ვერ შეძლებენ უფრო მეტი დეტალიზებული ინფორმაციის მოპოვებას, მოგვმართონ და ჩვენ გავუგზავნით იმ დონეზე დეტალიზებულ მასალს რომელიც შეუძოლიათ პირდაპირ გადააგზავნონ პროკურატურაში. გამომდინარე იქიდან რომ ბატონი ჯავახიშვილი ამ სამინისტროში წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის თვალს ყურს, აქედან გამომდინარე მივმართავ ბიძინა ივანიშვილს ვინაიდან აითვალწუნა მისი ერთ-ერთი კლანი ღარიბაშვილი, ეს მასალები შეუძლია გამოიყენოს და ამ მიმართულებით შეებრძოლონ კორუფციას. შეწყვიტონ თამაშები პროკურატურის მხრიდან როცა დეპარტმაენტის უფროსებს იჭერენ, შემდეგ უშვებენ რაღაც გარიგების სანაცვლოდ," აცხადებს გივი თარგამაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.