გამბიის პრეზიდენტმა, იაჰია ჯამეჰმა 22-წლიანი მმართველობის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში შოკისმომგვრელი დამარცხება იგემა
02-12-2016, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამეჰმა 22-წლიანი მმართველობის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება იგემა და მას ქონების დეველოპერი ადამა ბაროუ შეცვლის. ამის შესახებ BBC წერს.

 


ჯამეჰმა, რომელიც ხელისუფლებაში 1994 წელს სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა, და 4 ვადით იყო არჩეული პრეზიდენტად, თანხმობა განაცხადა, აღიაროს დამარცხება, განაცხადა საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ალიეუ ნჯიემ, რომელმაც არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან ქვეყანა გაურკვეველ და შესაძლოა სახიფათო ფაზაში შევიდა.

 


1965 წელს დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამბიაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა არ მომხდარა.

 


ნჯიემ განაცხადა, რომ ბაროუმ ხუთშაბათს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები 50 000-ზე მეტი ხმით მოიგო. იგი უძრავი ქონების კომპანიას ხელმძღვანელობს, რომელიც 2006 წელს დააფუძნა.

 


ღვთისმოშიშმა მუსლიმმა, 51 წლის ჯამეჰმა, ერთხელ განაცხადა, რომ მას შეეძლო „ერთი მილიარდი წელი“ ემართა, თუ კი „ალაჰს ეს ენდომებოდა“.

 


„ეს ნამდვილად უნიკალურია, რომ ადამიანმა, რომელიც ასე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მართავდა ამ ქვეყანას, დამარცხება აღიაროს“. განუცხადა ნჯიემ ჟურნალისტებს.

 

 

 


ჯამეჰის დამარცხებას გაოცებით მიესალმნენ გამბიაში, სადაც ადამიანების უმრავლესობა მის გამარჯვებას მოელოდა. იგი 4 ვადით მსახურობდა პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ ახლა ეს არაპროგნოზირებადი და ულმობელი კაცი ქონების დეველოპერის მიერ იქნება შეცვლილი.

 


ჯამეჰის ხელისუფლებაში ყოფნის 22-მა წელმა რეპრესიები და შეუწყნარებლობა მოუტანა ამ ერთ ციცქნა ზღვისპირა სახელმწიფოს, რომელიც იაფ და პოპულარულ დასასვენებელ ქვეყნადაა მიჩნეული.

 


იგი მკაცრი იყო ჟურნალისტების, ოპოზიციისა და გეებისადმი. მას ასევე ნათქვამი აქვს, რომ შეუძლია განკურნოს შიდსით დაავადებულები და უშვილობა.

 


საარჩევნო კამპანიის დროს, უმეტესწილად ქვეყნის ახალგაზრდობა ჩანდა, რომ ცვლილებებისკენ იხრებოდა, - განაცხადა BBC-ს ჟურნალისტმა უმარუ ფოფანამ დედაქალაქ ბანჯულში.

 


ეკონომიკურმა გამოწვევებმა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, აიძულა ბევრი ევროპის მიმართულებით სახიფათო მოგზაურობა აერჩია, ამ სარისკო მგზავრობის დროს კი ზოგიერთის ცხოვრება დახრჩობით სრულდება, თქვა მან.

 


ახალი პრეზიდენტი, ადამა ბაროუ 1965 წელს აღმოსავლეთით მდებარე საბაზრო ქალაქ ბასეს მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. 2000-იან წლებში იგი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც სწავლის პარალელურად, გავრცელებული ცნობით, მაღაზია „არგოსის“ დაცვაში მუშაობდა. 2006 წელს კი გამბიაში დაბრუნდა და იქ ქონების დეველოპერული კომპანია დააფუძნა.

 


საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მას 7 ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი კოალიციური მთავრობის ხელმძღვანელობა მოუწევს. საარჩევნო კამპანიისას კი იგი აკრიტიკებდა იმას, რომ პრეზიდენტობაზე 2-ვადიანი შეზღუდვის კანონი არ არსებობდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი