ტრამპმა ტაივანთან პირდაპირი საუბრით დაარღვია ვაშინგტონის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისადმი მიდგომა, რომელიც 1979 წელს მასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისას ჩამოყალიბდა
03-12-2016, 00:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ, 10 წუთის განმავლობაში ესაუბრა ტაივანის პრეზიდენტს და ამით დაარღვია შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა, როცა ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს, მათ შორის ოფიციალური ურთიერთობები გაწყდა.

 


ტრამპის გარდამავალმა გუნდმა განაცხადა, რომ ტრამპმა და ცაი ლინგ-ვენმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის „ახლო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების“ კავშირები არსებობს.

 


როგორც BBC წერს, ამგვარი ნაბიჯი საფრთხეს უქმნის ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებს და ქმნის მისი დაძაბვის შესაძლებლობას, რადგან ეს უკანასკნელი ტაივანის კუნძულს მის მოწყვეტილ პროვინციად განიხილავს.

 


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უანგ იიმ, გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო ზარი შეაფასა, როგორც „პატარა ნაბიჯი“ ტაივანის მიერ.

 


ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ ქალბატონმა ცაიმ მას გამარჯვების მოსალოცად დაურეკა.

 


მისმა გუნდმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ქალბატონ ცაის ტაივანის იანვარში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

 

 

(ტაივანის პრეზიდენტი ტრამპთან ტელეფონით საუბრისას მის ოფისში, ტაიპეიში)

 


როგორც BBC წერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ან არჩეული პრეზიდენტის მხრიდან ტაივანის ლიდერთან საუბარი ფრიად უჩვეულოა.

 


მედიასაშუალებებში გასული რეპორტაჟებისა და გამოქვეყნებული წერილების შემდეგ, რომლებიც ხაზს უსვამენ ჩინეთის განაწყენების საფრთხის წარმოშობას, ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა: „რომ არა ინტერესი, თუ როგორ ჰყიდის შეერთებული შტატები ტაივანს მილიარდობით დოლარის სამხედრო აღჭურვილობებს, მე ამ მოსალოც ზარს არ მივიღებდი“.

 

 

 

 


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპის სატელეფონო საუბარი არ იძლევა შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლის სიგნალს.

 


ტრამპის წარმომადგენელმა თქვა, რომ მან „კარგად იცოდა“ თუ რა იყო შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანის მიმართ.

 


ვაშინგტონმა ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები 1979 წელს გაწყვიტა, გამოხატა რა მისი მხარდაჭერა პეკინის „ერთი ჩინეთის“ კონცეფციისადმი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია.

 


ჩინეთს ტაივანის მიმართულებით დამიზნებული აქვს ასეულობით რაკეტა და ძალის გამოყენებით იმუქრება, თუ ტაივანი დამოუკიდებლობას ეცდება.

 


სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხის გაცემისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უანგ იიმ კომუნისტური პარტიის მთავარი გამოცემის, „ხალხის ყოველდღიური გაზეთის“ თანახმად, განაცხადა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ნებისმიერ ოფიციალურ ურთიერთკავშირს ან სამხედრო კონტაქტს შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის.

 

 

ჰონკონგის „ფოენიქს TV”-ის თანახმად, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უანგ იიმ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი ტრამპსა და ცაის შორის იყო „მხოლოდ მცირე ნაბიჯი ტაივანის მიერ“, რაც მისი რწმენით, არ შეცვლის შეერთებული შტატების პოლიტიკას ჩინეთისადმი.

 


„ერთი ჩინეთის პოლიტიკა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ჯანსაღი განვითარების ქვაკუთხედია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ პოლიტიკურ საფუძვლებში არ მოხდება ჩარევა და დაზიანება“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი