დონალდ ტუსკი მარტინ შულცს: უპატიებელი შეცდომა იქნება, თუკი ვიზა-ლიბერალიზაციის პროექტის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ
06-12-2016, 09:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს წერილით მიმართა.

 

 

"უპატიებელი შეცდომა იქნება, თუკი ვიზა-ლიბერალიზაციის პროექტის დასასრულებლად ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ", - წერს ტუსკი წერილში და მიაჩნია: "ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვინც ჩვენ გვენდობა, ჩვენი შიდა უთანხმოების მსხვერპლად ვაქციოთ".

 

 

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, გამოსავალი ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, სწრაფი შეთანხმების მიღწევაა.

 

 

"მჯერა, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხისთვის, ჩვენ “შეჩერების მექანიზმთან” დაკავშირებით სწრაფი შეთანხმება უნდა მოვძებნოთ. დრო ჩვენს მხარეს არ არის, თუმცა ჯერ კიდევ შეგვიძლია ამ რბოლაში გამარჯვება”, - ნათქვამია ტუსკის წერილში.

 

 

"ნება მიბოძეთ, გავიმეორო, ჩვენ არა მხოლოდ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიური ინეტერესების და ყველა ჩვენ მეზობელთან ურთიერთობების დაკარგვის რისკის წინაშე ვართ, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენდამი ნდობის დაკარგვის”, - აღნიშნულია ტუსკის წერილში, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ექსკლუზიურად ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი