მთავრობამ “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი” დაამტკიცა
12-03-2015, 05:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ახალი კოდექსის შესახებ ისაუბრა.

 


მისი თქმით: "იურიდიული დახმარების ბიუროში შეიქმნება ადვოკატების მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც ბავშვთა საქმეებზე იმუშავებს. ამ კოდექსით ასევე შემოდის ისეთი სამართლებრივი თანამედროვე ტერმინები და ცნებები, როგორებიც არის უკიდურესი ზომის სახით პატიმრობა 14-18 წლამდე ასაკის ბავშვების, აგრეთვე ინდივიდუალური მიდგომა არასრულწლოვნისადმი, რათა მისი მომავალი ბედი იყოს სისხლის სამართლის პროცესში განმსაზღვრელი და სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ვინც ჩაიდენს დანაშაულს რეციდივისტად არ ჩამოყალიბდეს. აგრეთვე განისაზღვრება ბრალდებულებად ყოფნის ვადა: თუ დიდებისთვის არის 9-თვიანი ვადა, არასრულწლოვნებისთვის იქნება 6 თვე. თუ სრულწლოვნებისთვის წინასასამართლო სხდომამდე არის 60 დღე, არასრულწლოვნებისთვის იქნება 40 დღე. გარდა ამისა, აიკრძალება არასრულწლოვნისთვის სასჯელი უვადო პატიმრობის სახით".

 


იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნული კოდექსით სიახლე იქნება ისიც, რომ არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ის გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ.

 


"ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ არასრულწლოვნების ინტერესებს მოვარგოთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გავაგრძელოთ ეფექტურად ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ. ამისთვის ჩვენ შემოგვაქვს შემდეგი პრინციპი: როგორც კი არასრულწლოვანი მოიხდის სასჯელს, ეს სასჯელი ჩაითვლება გაქარწყლებულად გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის თავიდან ჩაიდენს დანაშაულს, რა შემთხვევაშიც ''გაცოცხლდება'' ნასამართლეობა'', - განმარტა წულუკიანმა. ასევე, მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვნებისთვის შემოდის სასჯელის სახით შინაპატიმრობაც. ''ეს სახელმწიფოსთვის პირველად ინვესტიციას მოითხოვს, რათა სასჯელაღსრულების სამინისტრომ სამაჯურების შესყიდვის პროცესში შეძლოს ამის პრაქტიკაში იმპლემენტაცია. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო დიდ ეკონომიას მიიღებს, რადგან შინაპატიმრობა სახელმწიფოს გაცილებით ნაკლები უჯდება, ვიდრე პატიმრის მოვლა-პატრონობა საპატიმროში'', - აღნიშნა მინისტრმა. გარდა აღნიშნულისა, კოდექსით არასრულწლოვნების შემთხვევაში შემოდის მოწმის დაკითხვის ახალი წესიც. ''ეს და კიდევ ძალიან ბევრი ინოვაცია და ცვლილება შემოაქვს ამ კოდექსს. მინდა საზოგადოებას, მთავრობას, ყველა იმ ექსპერტს, ვინც ამაში იყო ჩართული, ევროკავშირს მივულოცო მთავრობის ეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება", - დასძინა იუსტიციის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი