აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) განაცხადა, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის 2016 წლის არჩევნებში, რათა დახმარებოდა დონალდ ტრამპს, გამხდარიყო პრეზიდენტი
10-12-2016, 06:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაასკვნა, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რათა დახმარებოდა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში, განაცხადა ამერიკის ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა.

 


შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების შეფასებით, როგორც კი საპრეზიდენტო კამპანია დასასრულს მიუახლოვდა, რუსეთის მთავრობის ოფიციალური პირები თავდადებით და მზარდი ყურადღებით ცდილობდნენ დახმარებოდნენ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, გაემარჯვა არჩევნებში, - განუცხადა „როიტერსს“ ანონიმურობის დაცვის პირობით, პარასკევს, ღამით, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა, რომელიც გაცნობილია დოკუმენტებს.

 


შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, the Washington Post-ი პარასკევს წერდა, რომ სადაზვერვო სააგენტოებმა მოახდინეს ინდივიდების იდენტიფიცირება, რომელთაც კავშირი ჰქონდათ რუსეთის მთავრობასთან, რომელიც უზრუნველყოფდა WikiLeaks-ისთვის ამერიკის დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის და სხვა უწყებებიდან, მათ შორის ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის თავმჯდომარისაგან ჰაკერული გზით მოპოვებული ათასობით ელექტრონული წერილის გადაცემას.

 


თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ სადაზვერვო სააგენტოების მიმართ ბრძანება გამოსცა, რომ განიხილონ კიბერ თავდასხმები და უცხოური ჩარევები 2016 წლის არჩევნებში და მოამზადონ ანგარიში, სანამ 20 იანვარს იგი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს.

 

 

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა „როიტერსს“ უთხრა, რომ ზაფხულის მიწურულს და შემოდგომის დასაწყისში ჰაკერებმა თითქმის მთელი თავიანთი ყურადღება „დემოკრატებისკენ“ მიმართეს. ფაქტობრივად, ყველა ის ელექტრონული წერილი, რომელიც მათ გამოაქვეყნეს, კლინტონისა და „დემოკრატებისთვის“ ზიანის მიმყენებელი იყო.

 

 

„ეს იყო მათი განზრახვის მთავარი გასაღები. თუკი მათ მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური სისტემის დისკრედიტაცია უნდოდათ, მაშინ რატომ ხდიდნენ საჯაროს მხოლოდ ერთი პარტიის დოკუმენტებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ გყავს ისეთი სამიზნე როგორიც ტრამპია?“ - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

 


მეორე ოფიციალურმა პირმა, რომელიც გაცნობილია ამ საკითხს, განაცხადა, რომ სადაზვერვო ანალიტიკოსების დასკვნა რუსეთის მოტივების შესახებ არ ნიშნავს იმას, რომ სადაზვერვო საზოგადოებას სჯერა, რომ მოსკოვის მცდელობებმა შეცვალა არჩევნების შედეგები ან მნიშვნელოვნად მოახდინა გავლენა აღნიშნულ შედეგზე.

 


რუსეთის ოფიციალური პირები უარყოფენ მათდამი ბრალდებებს, რომ ჩარეული იყვნენ შეერთებული შტატების არჩევნებში.

 


CIA -ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სააგენტოს ამ საკითხზე კომენტარი არ აქვს.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, WikiLeaks-ისთვის გადაცემული, ჰაკერული გზით მოპოვებული ელექტრონული წერილები იყო კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის დაბნეულობის მთავარი წყარო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი