პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შეპყრობილი შეერთებული შტატების წყალქვეშა დრონი უკან დააბრუნა
20-12-2016, 00:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პენტაგონმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების წყალქვეშა დრონი, რომელიც გასულ კვირას ჩინეთმა შეიპყრო, დაბრუნებულია. (სლაიდის ფოტოზე: ოკეანოგრაფიული კვლევითი გემი, რომელზეც განთავსებული იყო წყალქვეშა დრონი, რომელიც ჩინურმა სამხედრო-საზღვაო ხომალდმა შეიპყრო). 

 

 

დრონის გადაცემა იმის სიახლოვეს მოხდა, სადაც ის შეიპყრეს, საბიკის ყურის ჩრდილო-დასავლეთიდან დაახლოებით 92 კილომეტრით დაცილებულ ადგილას.

 


პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები „იფრენს, გემით ივლის და ოპერირებას მოახდენს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში“, სადაც ამას საერთაშორისო კანონმდებლობა რთავს ნებას.

 


„ჩინურ და ამერიკულ მხარეებს შორის მეგობრული კონსულტაციების შემდეგ, გადაცემა მშვიდობიანად დასრულდა შუადღისას“, - ეს კი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 


ჩინეთმა გასულ კვირას სამხრეთ ჩინეთის ზღვის „საერთაშორისო წყლებში შეერთებული შტატების ხომალდი შეიპყრო“.

 


შეერთებული შტატების ოფიციოზის ცნობით, ვაშინგტონმა ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა ჩინეთს, გადასცეს წყალქვეშა უმეთაურო დრონი, რომელიც საერთაშორიოსო წყლებში შეიპყრეს.

 


ამერიკის ცნობით, ჩინეთის საზღვაო ძალებმა შეერთებული შტატების კვლევითი გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხუთშაბათს, 15 დეკემბერს შეიპყრეს.

 


ოფიციოზის ინფორმაციით, მოწყობილობა, მეტსახელად „სამხედრო-საზღვაო პლანერი“ გამოყენებული იყო წყლის სიმლაშის და ტემპერატურის შესამოწმებლად.

 


ამერიკის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა ისურვა, მედიას უთხრა, რომ ხომალდი, რომელიც ჩინეთმა შეიპყრო „სამხრეთ ჩიენთის ზღვის წყლებში კანონიერად ახორციელებდა სამხედრო ინსპექტირებას“.

 


მოგვიანებით პენტაგონმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა ინციდენტი. ამერიკის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ დრონი კომერციულად ხელმისაწვდომ ტექნოლოგიას იყენებდა და დაახლოებით 150 000 დოლარად იყიდება. მიუხედავად ამისა, პენტაგონმა ჩინეთის ნაბიჯს სერიოზულად შეხედა მას შემდეგ, რაც მან ეფექტურად ჩაიგდო ხელში შეერთებული შტატების სამხედრო ქონება.

 


„ის ჩვენია, და მასზე ნათლად იყო აღნიშნული, რომ ჩვენი იყო და ჩვენ ის უკან გვინდა. და ჩვენ გვსურს ეს არ მოხდეს ისევ“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ დევისმა.

 


შეერთებული შტატების ექსპერტთა ჯგუფმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ ახალმა სატელიტურმა გამოსახულებამ აჩვენა, რომ ჩინეთმა ყველა, შვიდივე ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც მან სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ააშენა, დაამონტაჟა იარაღი, მათ შორის ანტი-საჰაერო და ანტი-სარაკეტო სისტემები.

 


მირა რაპ-ჰუპერმა, „ახალი ამერიკული უსაფრთხოების“ აზია-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების პროგრამის სამეცნიერო საზოგადოების უფროსმა წევრმა განაცხადა, რომ ჩინეთს მძიმე დრო ექნება ამ ქმედებების ასახსნელად.

 

 

„ეს ნაბიჯი, თუკი ზუსტად არის გადმოცემული, მეტად დაძაბულობის შემომტანია და ძნელია დაინახო თუ როგორ შეიძლება გაამართლოს პეკინმა ეს კანონიერად“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი