ამერიკელი მსახიობი დები რეინოლდსი გარდაიცვალა, მისი ქალიშვილის, ქერი ფიშერის სიკვდილიდან ერთ დღეში. ამის თაობაზე ინფორმაცია მისმა ვაჟმა გაავრცელა.
შეერთებული შტატების მედიის ცნობით, 84 წლის მსახიობი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გულის შეტევით ოთხშაბათ დილით ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჰოლივუდის ლეგენდა ყველაზე მეტად ცნობილი 1952 წელს „სიმღერა წვიმაში“ შესრულებული როლით გახდა.
მისი ქალიშვილი, ამერიკელი მსახიობი ქერი ფიშერი - ყველაზე კარგად ცნობილი „ვარსკვლავურ ომებში“ პრინცესა ლეიას როლით - 60 წლის ასაკში გულზე შექმნილი მოულოდნელი პრობლემის შედეგად სამშაბათ დილით გარდაიცვალა.
დები რეინოლდსის ვაჟმა თოდ ფიშერმა AP-ის ახალი ამბების სააგენტოს უთხრა: „იგი ახლა ქერისთან არის და ჩვენ ყველანი გულმოკლულები ვართ“.
მან დაამატა, რომ მისი დისი გარდაცვალების სტრესი „მეტისმეტად დიდი იყო“ დედამისისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.