მას შემდეგ რაც კიევში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად წარმოებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, უკრაინის ოპოზიციამ პრეზიდენტ იანუკუვიჩის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა.
ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ იგი ბოლომდე ედგება სათავეში პროევროპულ დემონსტრაციას და მანამდე არ დაიხევს უკან, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება.
პრემიერ-მინისტრმა მიკოლაი აზაროვმა თქვა რომ კომპრომისზე წასვლა "შესაძლებელია", მაგრამ ოპოზიციამ ულტიმატუმის ენაზე საუბრისაგან თავი უნდა შეიკავოს.
ოთხშაბათს, 22 იანვარს, კიევში პოლიციასთან შეტაკებისას 2 ადამიანი დაიღუპა. უკვე დადასტურებულია რომ ისინი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალნენ. ეს ორი დემონსტრანტი პირველი მსხვერპლი შეიქმნა კიევში გვიან ნოემბერში დაწყებული ანტი-სამთავრობო გამოსვლების შემდეგ.
ოთხშაბათს გვიან საღამოს უკრაინულმა რადიო "თავისუფლებამ" საზოგადოებას მესამე აქტივისტის სიკვდილის თაობაზეც აუწყა.
რადიოს ცნობით, იური ვერბიცკის გვამი, რომელსაც წამების ნიშნები აღენიშნებოდა, კიევის გარეთ მდებარე ტყეში იპოვეს. მედიის ინფორმაციით, იგი აქტივისტ იგორ ლუცენკოსთან ერთად კვირის დასაწყისში გაიტაცეს, თავად ლუცენკო კი მოგვიანებით გაათავისუფლეს და ახლა იგი საავადმყოფოში იმყოფება.
კიევში ოთხშაბათს მომხდარ შეტაკებებში ასობით ადამიანმა მიიღო დაზიანება. გუშინდელი არეულობები უკრაინაში ახალი ანტისაპროტესტო კანონის ამოქმედებას მოჰყვა. აღნიშნული კანონი, რომელიც უკრაინის პარლამენტმა მიიღო, დემონსტრაციების გამართვის მკაცრ რეგულაციებს აწესებს.
http://www.bbc.co.uk/news/world-europe-25853329
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.