ვაშინგტონმა რუსული ჰაკერული თავდასხმის უკან მდგომი რუსი აგენტების იდენტიფიცირება მოახდინა
06-01-2017, 06:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებულმა შტატებმა იმ რუსი აგენტების იდენტიფიცირება მოახდინა, რომელთაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მიზნით ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ BBC წერს.

 


აგენტებმა, რომელთა ვინაობა არ სახელდება, სავარაუდოდ, „დემოკრატების“ ელქტრონული წერილები „ვიკილიქსისთვის“ მოიპარეს, რათა არჩევნების სასწორის ტრამპის სასარგებლოდ გადახრა ეცადათ.

 


რუსეთი უარყოფს ამერიკის არჩევნებზე რაიმე სახის ჩარევას და „ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჯმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ ყოფილა წყარო.

 


არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ასევე არ ენდობა ამერიკულ დაზვერვას, დღეს, ცოტა ხანში სადაზვერვო სამსახურების ოფიციალური პირებისაგან უშუალოდ მოისმენს ანგარიშს, რომელმაც აშშ-ის არჩევნებზე რუსი ჰაკერების ჩარევა დაადასტურა.

 


ტრამპამდე ერთი დღით ადრე კი აღნიშნული ანგარიში პრეზიდენტ ობამას ჩაბარდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უთხრა, „გაიზარდოს“, და გააკრიტიკა მისი თავდასხმები სადაზვერვო საზოგადოებაზე, კერძოდ კი იმის გამო, რომ მას ეჭვები გააჩნია რუსების ჩარევაზე და „თვითერზე“ არაერთხელ გააკრიტიკა სადაზვერვო სააგენტოები.

 


ბაიდენმა განაცხადა, რომ „აბსოლუტური უგუნურებაა“ პრეზიდენტს არ გააჩნდეს რწმენა სადაზვერვო სააგენტოებისადმი.

 


„პრეზიდენტს არ გააჩნდეს ნდობა, არ იყოს მზად მოუსმინოს უამრავ სადაზვერვო სააგენტოს, თავდაცვის დაზვერვიდან მოყოლებული, დამთავრებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოთი (CIA), აბსოლუტური უგუნურებაა“, - განაცხადა ბაიდენმა PBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 


„იდეა, რომ შენ შესაძლოა იცოდე მეტი, ვიდრე სადაზვერვო საზოგადოებამ იცის - ეს ჰგავს იმას, რომ თქვა, მე ვიცი მეტი ფიზიკის შესახებ, ვიდრე ჩემმა პროფესორმა. მე არ წამიკითხავს წიგნი, მე უბრალოდ ვიცი, ვიცი მეტი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 


როდესაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა იგი ტრამპის რეგულარული თავდასხმების შესახებ „თვითერზე“, ბაიდენმა თქვა: „გაიზარდე დონალდ, გაიზარდე, დროა იყო ზრდასრული, შენ პრეზიდენტი ხარ. დროა რაღაც გააკეთო. გვიჩვენე, რა შეგიძლია“.

 


მან განაგრძო და ტრამპს „კარგი კაცი“ უწოდა.

 


ბაიდენმა განაცხადა, რომ მას წაკითხული აქვს შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების ანგარიში, რომელმაც მონახაზი გააკეთა ამერიკის არჩევნებზე რუსული ჩართულობის მასშტაბების შესახებ.

 


ტრამპს ანგარიშს პარასკევს გააცნობენ, ხოლო მისი არაკლასიფიცირებული ვერსია საზოგადოებისთვის საჯარო მომავალ კვირას გახდება.

 


ბაიდენმა თქვა, რომ ანგარიში ნათლად ახდენს იმის დეტალიზებას, რომ „რუსები შეეცადნენ გავლენა და... დისკრედიტაცია მოეხდინათ შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესზე“.

 


მან თქვა, რომ ჰაკერობა იყო სისტემატური კამპანიის ნაწილი, ძირი გამოეთხარათ ჰილარი კლინტონისთვის, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგისთვის, საპრეზიდენტო მარათონში.

 


მან დაამატა, რომ ჰაკერობა გაცილებით უფრო ფართოდ იყო განშტოებული, ვიდრე ამას თავად ეჭვობდა. მათ შორის, ვისზეც ჰაკერული თავდასხმა მოხდა, კლინტონის კამპანიის მენეჯერი ჯონ პოდესტა და დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის სერვერები იყო. ჰაკერული გზით მოპოვებული მასალები შემდეგ „ვიკილიქსს“ და სხვა მედიასაშუალებებს გადაეცათ.

 


ხუთშაბათს, ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა, გენერალმა ჯეიმს კლაპერმა, სენატის შეიარაღების კომიტეტზე მოსმენებისას განაცხადა, რომ ჰაკერული თავდასხმის ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასცა და მოტივი მომავალ კვირას გამჟღავნდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი