გიორგი სეთურიძე: თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე (სოფ. შორაპანთან) დაწესებული შეზღუდვის რეჟიმი გეოლოგიური შემოწმების შემდეგ მოიხსნება
07-01-2017, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე სოფელ შორაპანთან მოძრაობა აღდგენილია.

 


როგორც Guardian.ge-სთან საუბრისას სეთურიძემ აღნიშნა, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბელიანი ტრანსპორტისთვის კი დაწესებული რეჟიმის მოხსნა მას შემდეგ მოხდება, რაც ადგილი გეოლოგიურად შემოწმდება.

 


სეთურიძის თქმით, სოფელ შორაპანთან ჩამოწოლილი მიწა-კლდოვანი მასის გაწმენდა წუხელვე მოხდა, თუმცა, მისივე განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ ღამე საფრთხის არსებობის შესახებ გეოლოგიური შეფასება ვერ მოხერხდა, "ამიტომ სრულად არ გამოცხადდა ის, რომ მოძრაობა აღდგენილია".

 


"დაახლოებით, 45-50 მეტრი სიმაღლის მთა მოწყდა და დიდი ლოდებისა და მიწის მასა ჩამოვიდა გზის სავალ ნაწილზე და მთლიანად გადაკეტა მოძრაობა. წუხელ მობილიზებული იქნა ყველა საჭირო ტექნიკა და ღამის საათებში უკვე, ფაქტობრივად, გზა უკვე გაწმენდილი იყო, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ღამის საათებში გეოლოგიურად შეფასება არსებული ვითარების რთულია, ამიტომ სრულად არ გამოცხადდა ის, რომ მოძრაობა აღდგენილია.

 


ამ წუთებში მანქანები მოძრაობენ, ასევე მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა. დიდი პრობლემური მეწყერული წარმონაქმნია და ალბათ, უახლოეს დღეებში მოგვიწევს კონკრეტული გეგმისა და პროექტის შემუშავება, თუ როგორ უნდა მოხდეს სტაბილიზაცია ქვების, რომლებიც პრობლემას არასდროს არ ქმნიდა. ვიმუშავებთ ძალიან ფრთხილად, რომ რაიმე კიდევ არ მოხდეს.

 


მოძრაობა გახსნილია, დილამდე მონაკვეთზე შეჩერებული ავტომანქანების გატარება მოხდა. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზეც მიმდინარეობს მოძრაობა. რადგან ჯერ ზუსტად არ არის შეფასებული გეოლოგიურად, არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე კიდევ, ხომ შეიძლება ლოდი მოწყდეს კიდევ და უბედური შემთხვევა გამოიწვიოს, ახლა მიმდინარეობს დათვალიერება და შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდება, როდის გაეშვებიან დიდი მანქანებიც.

 


იმ საფრთხის შეფასების შემდეგ, რომელიც შეიძლება დაემუქროს ამ მონაკვეთზე მიმავალ ავტოტრანსპორტს, მოხდება დაწესებული რეჟიმის ოფიციალურად მოხსნა", - განუცხადა Guardian.ge-ს გიორგი სეთურიძემ.

 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადების, რომ მსუბუქი ავტომანქანებისთვის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე (სოფ. შორაპანთან) მოძრაობა აღდგენილია, საპირისპიროს აცხადებენ მგზავრები, რომლებიც Guardian.ge-ს დაუკავშირდნენ. მათი ინფორმაციით, გომთან საპატრულო პოლიცია დგას და დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არანაირი სახის ავტოტრანსპორტს არ ატარებენ და მათ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით უწევთ გადაადგილება. აღნიშნულ მონაკვეთზე კი მოძრაობა გადატვირთულია და დიდი საცობებია შექმნილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი