პრემიერმა შს მინისტრს „ვარდების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა
11-01-2017, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 


პრემიერის თქმით, ამ კუთხით პრობლემები ადრეც იყო, რაზეც ხელისუფლებამ გარკვეული ძალისხმევა გასწია, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

 


„მინდა, დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ობიექტებში არ უშვებენ ადგილობრივ მამაკაცებს და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მინდა, ყველანაირი ცხელი ემოციებისგან თავი შევიკავოთ და ამ საქმეს კანონის კუთხით მივუდგეთ. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, ისე გაშუქდა, რომ თითქოს, მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელია, მაგრამ ამ კანონით გვაქვს საშუალება, ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს არც ერთი დასაკარგი ახალგაზრდა, ამიტომ, სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებითა და ამოქმედებით, მინდა, ეს პრობლემა უმოკლეს პერიოდში მოგვარდეს“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


მთავრობის მეთაურმა ასევე თხოვნით მიმართა საკუთარ თანაშემწეს, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწავლოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.

 


„თუ ეს არის რაიმე დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება იქ ადამიანების შესვლის შერჩევა, ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს კანონმდებლობას და იგივე, ანტიდისკრიმინაციული კანონის თვალსაზრისით, არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ არც ასეთი დამატებითი შემოსავალი გვინდა და არც ტურისტი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი