ალექსანდრე ჯეჯელავა: ეს არის განათლების ახალი შანსი - იმ ბავშვებსა და უფროსი ასაკის მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მიიღოს სასკოლო განათლება, სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ
13-01-2017, 02:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ პროგრამის "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა" პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

"დღეს, ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ - ეს არის განათლების ახალი შანსი. საუბარია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება - მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში. 80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის, საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი.

 

 

პროგრამაში ჩაერთვება ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება ბავშვი ქუჩაში ცხოვრობდეს და სკოლაში ვერ დადიოდეს, ან ადრეული ქორწინების გამო ვერ მოახერხა სკოლის დამთავრება. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის - მოქალაქემ, რომელმაც ვერ მოახერხა სასკოლო განათლებს მიღება თავის დროზე, შეუძლია ჩაერთოს ამ პროექტში. ასეთი ადამიანებისთვის ინდივიდუალური პროგრამები იქნება, ისინი არ ისხდებიან უმცროს კლასელებთან ერთად. მომავალში ტექნოლოგიურ სწავლებას გამოვიყენებთ და დისტანციური სწავლება იქნება", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს განათლების სამინისტრო ისეთი ბავშვების სკოლაში მიყვანს, რომლებსაც დაბადების მოწმობა არ გააჩნიათ, ალექსანდრე ჯეჯელავა განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო UNICEF-თან ერთად მუშაობს.

 

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, პირველ რიგში, მოხდება იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც არ დადიან სკოლებში; შესაძლებელი გახდება იმ მოსწავლეების დროული აღმოჩენა და პრევენცია, რომლებმაც ოჯახური თუ სხვა პირობების გამო, შეიძლება ვერ დაამთავრონ სავალდებულო 9 კლასი; ამოქმედდება სასწავლო პროგრამები მიუსაფარი ბავშვებისთვის; სავალდებულო 9 კლასის ატესტატის არმქონე პირებისთვის შემუშავდება ზოგადი განათლების ისეთი პროგრამები, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების წინაპირობა გახდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი