დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა იძულებული გახდეს შეცვალოს თავისი „ეკონომიკური მოდელი“, თუ კი მას „ბრექსიტის“ შემდეგ ევროპის ერთიან ბაზარზე დარჩენის შესაძლებლობა მოესპობა.
ჰამონდის თქმით, მთავრობა „არ წამოწვება“ და „ყველაფერს გააკეთებს, რაც უნდა გააკეთოს“ იმისათვის, რომ დარჩეს კონკურენტუნარიანი.
(დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი)
ჰამონდს გერმანულმა გაზეთმა დაუსვა შეკითხვა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა გახდეს დიდი ბრიტანეთი უცხოელი ბიზნესმენებისთვის „დაბალი გადასახადების ნავთსაყუდელი“ კორპორაციული გადასახადების შემდგომი შემცირებით.
მოელიან, რომ პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი, რომელმაც, როგორც BBC იუწყება, „თანმიმდევრული კომენტარის“ გაკეთებაზე უარი განაცხადა, „ბრექსიტის“ თაობაზე ყველაზე დეტალურ სიტყვას სამშაბათს წარმოთქვამს.
(დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი)
გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტერეზა მეი ევროკავშირის ერთიანი ბაზრიდან და საბაჟო კავშირიდან გამოსვლის სიგნალს გააგზავნის, მაგრამ ამის მიუხედავად დაუნინგ სთრითმა ეს აღწერა, როგორც „სპეკულაცია“.
გერმანულ გაზეთ „ველტ ამ სონტაგთან“ ინტერვიუში, ჰამონდმა თქვა, რომ იგი „ოპტიმისტურადაა განწყობილი“ იმის თაობაზე, რომ ბაზარზე შესვლის ორმხრივი შეთანხმება მიღწეული იქნება და მას იმედი აქვს, რომ დიდი ბრიტანეთი „დარჩება ევროპული ეკონომიკის და სოციალური აზროვნების ძირითად ნაკადში“.
„მაგრამ თუ ჩვენ გვაიძულეს რაღაც განსხვავებული, მაშინ ჩვენ რაღაც განსხვავებული უნდა გავხდეთ“, - აღნიშნა მან.
„თუ ჩვენ არ გვექნება ევროპულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა, თუ ჩვენ ჩაგვიკეტეს ის, თუ ბრიტანეთს მოუწევს ევროკავშირის დატოვება ბაზარზე ხელმისაწვდომობის შეთანხმების გარეშე, მაშინ ჩვენ დავზარალდებით ეკონომიკური კუთხით, სულ მცირე მოკლე პერიოდის განმავლობაში.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით შევცვალოთ ჩვენი ეკონომიკური მოდელი და ჩვენ მოგვიწევს ჩენი მოდელის შეცვლა კონკურენტუნარიანობის დასაბრუნებლად. და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ.
„ბრიტანელი ხალხი არ დაწვება და არ იტყვის, ჩვენ ძალიან ცუდად დავიჭერით. ჩვენ შევცვლით ჩვენს მოდელს, და ჩვენ უკან დავბრუნდებით, და ჩვენ კონკურენტულად ვიქნებით ჩართული“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.