სენეგალის ჯარები გამბიაში შევიდნენ, რათა გარანტია მისცენ ადამა ბაროუს, როგორც ქვეყნის ახალ პრეზიდენტს, ხელში აიღოს ძალაუფლება. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) სენეგალის არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სენეგალის არმიის გამბიაში შესვლა მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც ბაროუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო გამბიის სენეგალის საელჩოში.
ბაროუს პრეზიდენტად აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, მაგრამ ძლიერმა კაცმა, იაჰია ჯამეჰმა პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლა არ ისურვა. მან იგნორირება გაუკეთა მისთვის მიცემულ ბოლო ვადას და უარი განაცხადა გადადგომაზე, მეზობელი სახელმწიფოების ინტერვენციის საფრთხის მიუხედავად.
მავრიტანიის პრეზიდენტის, მოჰამედ ოულდ აბდელ აზიზის მცდელობა, მოლაპარაკებებისას დაეყოლიებინა ჯამეჰი გადამდგარიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა.
აბდელ აზიზი ოთხშაბათ საღამოს ჩაფრინდა გამბიის დედაქალაქ ბანჯულში ჯამეჰთან შესახვედრად, მანამდე კი არჩეულ პრეზიდენტ ბაროუსთან და სენეგალის პრეზიდენტ, მაკი სალთან გამართა მოლაპარაკებები.
„მე ახლა ნაკლებად პესიმისტური ვარ, რომ [ჯამეჰი] იმუშავებს მშვიდობიან გადაწყვეტაზე, რომელიც ყველას საუკეთესო ინტერესებში შედის“, - განაცხადა აბდელ აზიზმა.
სენეგალის ჯარები გუშინ გამბიის საზღვრისკენ გადაადგილდნენ, რათა ზეწოლა მოეხდინათ პრეზიდენტ იაჰია ჯამეჰზე, გადამდგარიყო თანამდებობიდან. სენეგალის არმია უკვე გამბიაშია შესული.
სენეგალმა მას გადადგომისთვის ბოლო ვადად ოთხშაბათი, შუაღამე მისცა, GMT -ის დროით და ნიგერიამ სამხედრო ძალები გაგზავნა სენეგალში, შესაძლო ინტერვენციისას დახმარების მიზნით.
ოთხშაბათი მისი ბოლო ვადა იყო პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ პარლამენტმა ჯამეჰს დამატებით კიდევ 3 თვე მიანიჭა თანამდებობაზე დასარჩენად, რაც მის შემცვლელს, არჩევნებში გასული წლის 1-ელ დეკემბერს გამარჯვებულ ადამა ბაროუს ხუთშაბათს დაგეგმილი ფიცის მიცემის ცერემონიის ჩატარების საშუალება ქვეყანაში არ მისცა.
დასავლეთ აფრიკის ქვეყნებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერა მოიპოვეს სამხედრო გზით ინტერვენციის მოხდენის თაობაზე, რათა ჩამოაგდონ ჯამეჰი, რომელიც მას შემდეგ უდგას გამბიას სათავეში, რაც იგი 1994 წლის სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლებაში.
ახალი ამბების სააგენტო AFP-ის ინფორმაციის თანახმად, გამბიის არმიის ხელმძღვანელმა ოსმან ბადჯიემ განაცხადა, რომ მისი ჯარები არ იბრძოლებენ სენეგალის არმიასთან.
„ჩვენ საკუთარ თავს არ ჩავრთავთ სამხედრო ქმედებაში, ეს არის პოლიტიკური უთანხმოება“, - განაცხადა მან. „მე არ ჩავრთავ ჩემს ჯარისკაცებს სულელურ ბრძოლაში. მე მიყვარს ჩემი კაცები“.
ამასობაში, ათასობით ბრიტანელი და ჰოლანდიელი ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა დასავლეთ აფრიკის ერთი ციდა სახელმწიფოდან, რომელიც ევროპელი დამსვენებლებისთვის პოპულარული საზღვაო-საკურორტო ადგილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.