დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
27-01-2017, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

 

BBC-ის ცნობით, როდესაც ტრამპს შეკითხვა დაუსვეს შაბათს ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, პრეზიდენტმა კრემლის წინააღმდეგ სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა: "ძალიან ადრე არის ვისაუბროთ ამის შესახებ". მან ასევე თქვა, რომ "ჩინებული ურთიერთობები" ქვეყნებთან, ისეთ ქვეყენებთან როგორიც არის ჩინეთი და რუსეთი "იქნებოდა პოზიტიური და არა ნეგატიური".

 


ტერეზა მეიმ ევროკავშირის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატა.

 


"ჩვენ ვიყავით ძალიან მკაფიონი იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს ვიხილოთ მინსკის შეთანხმება სრულად განხორციელებული", - თქვა მეიმ და დაამატა, რომ "სანქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ეს არ იქნება მიღწეული".

 

 

 

 

 

 

თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა და ტერეზა მეიმ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ნატო-ს მიმართ.

 

 

მეისა და ტრამპს შორის გამართული მოლაპარაკებების დღის წესრიგი შეერთბული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო და საგარეო ურიერთობების საქმეების მიმართულებით საკითხების განხილვასაც მოიცავს.    

 

 

ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ იმუშავებენ სავაჭრო კავშირების გასაძლიერებლად. მეიმ ასევე თქვა, რომ ტრამპმა მიიღო დედოფლის მიპატიჟება მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით.    

 

 

პრემიერ მინისტრმა დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმება "ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს". 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

ყველაზე კითხვადი
  1. კონგრესმენი ჯო უილსონი: სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ანიჭებს „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას
  2. ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
  3. ბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან
  4. ირაკლი კობახიძე: მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას
  5. 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს
  6. გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
  7. 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს
  8. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს
  9. ცესკო: 69 პროცენტის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს
  10. ვიქტორ ორბანი: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი