ტრამპის ბრძანებამ ამერიკის აეროპორტებში დაკავებები, მსოფლიოს მასშტაბით კი, პანიკა და ქაოსი გამოიწვია
28-01-2017, 11:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკის ჯონ კენედის აეროპორტში ლტოლვილები დააკავეს. ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფებმა კი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანეს. ინფორმაციას ამის თაობაზე BBC ავრცელებს.

 

 

ტრამპის ახალი საპრეზიდენტო ბრძანება 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უზღუდავს. სირიელ ლტოლვილებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ იმ დრომდე, სანამ დამატებითი განცხადება არ გაკეთდება. 6 ქვეყნის, მათ შორის, ირანისა და ერაყის მოქალაქეებზე მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვიზების გაცემა არ მოხდება.

 

 

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება ნიშნავს, რომ ირანის, ერაყის, სირიის, იემენის, სუდანის, სომალის და ლიბიის ათასობით მოქალაქე, შესაძლოა, არ აუშვან შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ ე.წ. მწვანე ბარათები (მუდმივი ცხოვრების უფლება) აქვთ.

 

 

 

 

 

BBC-ის თანახმად, უკვე ვრცელდება ინფორმაციები, რომ ტრამპის სამიზნედ არჩეული ქვეყნებიდან აშშ-ის მიმართულებით მიმავალ მგზავრებზე საპრეზიდენტო ბრძანებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამერიკულ-არაბული ანტიდისკრიმინაციული კომიტეტის განცხადებით, ასეთი კატეგორიის მგზავრებს შორის არიან მწვანე ბარათებისა და ვიზების მფლობელები. აღნიშნულმა კომიტეტმა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებზეც ტრამპის ბრძანებაშია საუბარი, მაგრამ რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ, ურჩია არ იმგზავრონ საზღვარგარეთ. ახალი პოლიტიკა ასევე გავლენას ახდენს ნათესავების ვიზიტებზე. 

 

 

 

 

 

როგორც BBC წერს, ზუსტად რას გულისხმობს ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანება, უცნობია. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა BBC-ის განუცხადა, იგი მუშაობს აკრძალვის დაუყოვნებლივი განხორიციელების მიმართულებით.

 


ნიუ-იორკში ორი ერაყელი ლტოლვილი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი შეერთებული შტატების არმიაში თარჯიმნად მუშაობდა. შაბათს, რამდენიმე ერაყელმა მგზავრმა და იემენის მოქალაქემ ქაიროდან ნიუ-იორკის მიმართულებით გაფრენისგან თავი შეიკავეს მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მოქმედი ვიზები გააჩნდათ.

 

 

 

 


როგორც „როიტერსი" იუწყება, ტრამპის ბრძანებას რომელიც მუსულმანური ქვეყნებიდან ხალხის შეშვებას კრძალავს, გამოიწვია დაბნეულობა, პანიკა მგზავრებს შორის, რომელთაგან ზოგიერთმა შეერთებულ შტატებში გაფრენისგან თავი შეიკავა.

 

 

როიტერსის" ცნობით, საპრეზიდენტო ბრძანებამ აღშფოთება გამოიწვია არაბ მგზავრებს შორის ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მათი განცხადებით, ეს დამამცირებელი და დისკრიმინაციულია.

 

 

 

 

 

ტრამპის ბრძანების გამოცემას ფართო კრიტიკა მოჰყვა შეერთებული შტატების დასავლელ მოკავშირეებში, მათ შორის, საფრანგეთსა და გერმანიაში, არაბ-ამერიკულ ჯგუფებში, ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებში.

 


ეს არის სულელური, საშინელი გადაწყვეტილება, რომელიც უფრო ამერიკელ ხალხს მიაყენებს ზიანს, ვიდრე ჩვენ, ან ვინმე სხვას, რადგან ის აჩვენებს, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ხალხის, პოლიტიკის და გლობალური ურთიერთობების მართვა", - განაცხადა ნაჯგ ჰაიდარიმ იემენ-ამერიკული უსაფრთხოების მენეჯერმა სანავთობო კომპანიაში, იემენის დედაქალაქ სანაში.

 

 

ტრამპის მიერ საემიგრაციო ზომებთან დაკავშირებით ხელმოწერილი ბრძანების გამოცემას ცნობილი პიროვნებებიც კრიტიკულად შეხვდნენ. 

 

 

დემოკრატმა სენატორმა კამალა ჰარისმა დაწერა, რომ ბრძანებას ხელი ჰოლოკოსტის აღნიშვნის დღეს მოეწერა.    

 

 

„ჰოლოკოსტის დროს, ჩვენ წარუმატებელნი აღმოვჩნდით მიგვეღო ისეთი ლტოლვილები ჩვენს ქვეყანაში მაგალითად როგორიც იყო ანა ფრანკი. ჩვენ ვერ დავუშვებთ ისტორიის განმეორებას", - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა.    

 

 

მალალა იუსაფზაიმ, რომელიც „თალიბებმა" ქალების განათლების ადვოკატირებისთვის პაკისტანში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და რომელსაც არასრულწლოვნების ასაკში ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში, დაწერა, რომ ის „გულმოკლულია". 

 

 

„დღეს, პრეზიდენტი ტრამპი კარს უკეტავს ბავშვებს, დედებს და მამებს, რომლებიც ძალადობასა და ომს გამოექცნენ", - განაცხადა მალილამ და დაამატა: „ამერიკა ლტოლვლებისა და ემიგრანტებისთვის კარის გახსნის თავისი ამაყი ისტორიიდან უხვევს. კარს უკეტავს იმ ადამიანებს, რომლებიც დაეხმარნენ თქვენს ქვეყანას აშენებაში, რომლებიც მზად არიან იმუშაონ მძიმედ და მოიპოვონ სამართლიანი შესაძლებლობა ახალი ცხოვრების".    

 

 

 

 

 

ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ასევე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა თავის გვერდზე, სადაც მან განაცხდა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანებები მისი „წუხილის" საგანს წარმოადგენს და აღნიშნა, რომ როგორც ბევრი ამერიკელი, ისიც ემიგრანტების შთამომავალია.    

 

 

„ეს საკითხები ჩემთვის თვით ოჯახის მიღმაც კი პერსონალურია", - დაწერა მან და განაგრძო: „რამდენიმე წლის წინათ, მე ვასწავლიდი ადგილობრივ საშუალო სკოლაში, სადაც ჩემი ზოგიერთი საუკეთესო სტუდენტი დოკუმენტების გარეშე იყო - ისინიც მომავლის გარეშეც არიან დარჩენილნი".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი