ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლებელში გამოვლენილი დარღვევების გამო, სკოლას ფუნქციონირების უფლება აღარ ექნება, ხოლო მოსწავლეები მობილობით სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან.
სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე აცხადებს, რომ სკოლისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის აკრძალვა, სავარაუდოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი აცხადებს, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება.
„ჩვენ მზად ვართ, საბოლოო ბრძანების შემდეგ ვიმოქმედოთ კანონით არსებულ ფარგლებში და, რა თქმა უნდა, კოორდინირება განვახორციელოთ საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. გარწმუნებთ, რომ არცერთ ბავშვს პრობლემა არ შეექმნება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ინგა შამილიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას პედაგოგებისა და მშობლების პროტესტი მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.