ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ისრაელმა და პალესტინელებმა პირდაპირ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე და ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობებზე
15-02-2017, 12:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მძლავრად იმუშავებს იმისათვის, რომ „დიდი“ სამშვიდობო შეთანხმება იქნეს მიღწეული ისრაელსა და პალესტინას შორის.

 

 

როგორც BBC წერს, ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა მის სტუმარს უთხრა, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობებზე.

 


ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა და პალესტინელებმა პირდაპირ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე. მან ასევე სთხოვა ნეთანიაჰუს „ცოტა ხნით თავი შეიკავოს ახალშენების“ მშენებლობებისაგან.

 


ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპს შეკითხვა დაუსვეს მის დამოკიდებულებაზე, ისრაელსა და პალესტინას შორის ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტის შესახებ.

 


„ამგვარად, მე ვუყურებ ორ სახელმწიფოს და ერთ სახელმწიფოს და მე მომწონს ის, რაც ორივე მხარეს მოსწონს. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც ორივე მხარეს მოსწონს...

 

 

„გულწრფელად რომ ვთქვა, თუკი ბიბი [ნეთანიაჰუ] და პალესტინელები, თუკი ისრაელი და პალესტინელები არიან ბედნიერი - მე ბედნიერი ვარ იმით, რაც მათ მოსწონთ და საუკეთესოა“, განაცხადა ტრამპმა.

 


ტრამპს ასევე შეკითხვა დაუსვეს მის საარჩევნო დაპირებაზე შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით, რასაც სერიოზული შედეგები ექნება ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებებისას.

 


„იმდენად რამდენადაც საელჩო გადადის იერუსალიმში, მე მსურს რომ ეს ვიხილო“, - განაცხადა ტრამპმა.

 


„და ჩვენ ვუყურებთ ამას ძალიან, ძალიან ძლიერად. ჩვენ ვუყურებთ ამას დიდი მზრუნველობით, დიდი მზრუნველობით, მერწმუნეთ. და ჩვენ შევხედავთ რა მოხდება“.

 


ნეთანიაჰუმ დაჟინებით მოუწოდა ტრამპს „ხელი ჩაავლონ ამ მომენტს“ - მოხდეს ახალი სამშვიდობო გზების მოძებნა ახლო აღმოსავლეთში.

 


ნეთანიაჰუმ ასევე საჯაროდ ახსენა ტრამპის სიძე ჯერედ კუშნერი, რომლის მამაც, ნიუ ჯერსის უძრავი ქონების მაგნატი, ისრაელის პრემიერ მინისტრის მთავარი პოლიტიკური დონორი იყო.

 


ტრამპმა კუშნერი, რომელსაც დიპლომატიაში გამოცდილება არ გააჩნია, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წამყვან პოსტზე დანიშნა და დაავალა მას ამ მიმართულებას უხელმძღვანელოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი