ზვიად ძიძიგური დეკანოზ მამალაძის საქმეზე: შარზეა ყველა, ვინც ახლა ამბობს რომ თურმე ხელისუფლება რაღაცაში ერევა, თურმე აპანიკებს მოსახლეობას
16-02-2017, 09:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შარზეა ყველა, ვინც ახლა ამბობს, რომ თურმე ხელისუფლება რაღაცაში ერევა, თურმე რაღაცებს აპანიკებს მოსახლეობას, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ძალიან ოპერატიული და კარგი საქმიანობა ჩაატარა ხელისუფლებამ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნის".

 

 

პროკურატურამ მიაკვლია პიროვნებას, რომელიც საწამლავით ხელში მიდიოდა გერმანიაში, მიდიოდა იმ კლინიკაში, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა, იმოქმედა ოპერატიულად, დააკავა ეს ადამიანი, არც აპირებდა პროკურატურა რაიმე ტიპის განცხადების გაკეთებას, მაგრამ ეს ინფორმაცია გახდა საჯარო, გავიდა საჯარო სივრცეში. ასევე გახდა საჯარო ის, რომ სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი ბატონი ანზორ ჩუბინიძე ჩავიდა იმიტომ, რომ პატრიარქი სადაც იმყოფებოდა იქ უნდა ყოფილიყო ეს პიროვნება და დაცვის ზომები გააძლიერა. ამისთვის ძალიან ოპერატიული და კარგი საქმიანობა ჩაატარა ხელისუფლებამ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნის.

 

 

შარზეა ყველა ვინც ახლა ამბობს, რომ თურმე ხელისუფლება რაღაცაში ერევა, თურმე რაღაცებს აპანიკებს მოსახლეობას ა.შ. რომ არ გაეკეთებინა პროკურატურას ეს განცხადება, მაშინ როგორი მითქმა-მოთქმა ატყდებოდა. ანუ გაკეთდა განცხადება, რომ ეკლესიის წინააღმდეგ იგეგმებოდა შეთქმულება და ეს შეთქმულება იქნა ჩაშლილი და ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სწორია, რომ ამაზე ხელისუფლება რეაგირებს. დანარჩენზე ყველაფერზე პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ. მთავარი ვინც არის ჯერ ის დუმილის უფლებას იყენებს და ამ დროს მე ვერსიები მოვისმინე, თურმე საპატრიარქოში გადატრიალებას გეგმავენ, ვისი მოკვლა უნდათ მთელი სია ჩამოთვალეს.... პრემიერიც და ყველა ვადასტურებთ იმას, რომ საშინელება შეიძლება მომხდარიყო და ეს იქნა თავიდან აცილებული, რა არის ამაში გაუგებარი,“ - განაცხადა ძიძიგურმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი