კიმ ჩენ ნამის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეელი მამაკაცი დააპატიმრეს
18-02-2017, 02:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე, 46 წლის რი ჩენ კოლი დააპატიმრეს.

 


კიმ ჩენ ნამის სიკვდილთან დაკავშირებით პოლიციამ მანამდე ინდონეზიელი ქალი და ვიეტნამის პასპორტების მქონე მალაიზიელი ქალი და ერთი მამაკაცი დააპატიმრა.

 


როგორც BBC წერს, პოლიცია დარწმუნებულია, რომ კიმ ჩენ ნამი მალაიზიის დედაქალაქ კუალალუმპურის აეროპორტში სახეში მომწამვლელი ნივთიერების შესხურებით მოკლეს.

 


მალაიზიის მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ კიმ ჩენ ნამს თავს ორშაბათს, დაახლოებით 09:00 საათზე დაესხნენ იმ დროს, როდესაც ის კუალალუმპურის საერთაშორისო აეროპორტიდან 10:00 საათზე მაკაოში გამგზავრებას აპირებდა. ფაქტი მხოლოდ მეორე დღეს გახმაურდა. კიმ ჩენ ნამი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

 

 

ზუსტად, თუ როგორ განვითარდა მოვლენები თავდასხმისას, უცნობია. ოფიციოზი და თვითმხილველები განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ. ერთ-ერთის თანახმად მას ქიმიური ნივთიერება შეასხეს, სხვა ვერსიით კი სახეზე ტილო ააფარეს. ადრინდელი ცნობების თანახმად კი თავდასხმისას „მისასხურებლის გამოყენება“ ან ნემსი ფიგურირებს.

 


ჯერჯერობით, ოფიციალურად, მკვლელობის მოტივი არ დასახელებულა.

 


პოლიციამ განაცხადა, რომ ბოლო ეჭვმიტანილი პარასკევ საღამოს, მალაიზიის დედაქალაქთან ახლოს, სელანგორში დააკავეს.

 


მალაიზიის პრემიერ მინისტრის მოადგილემ აჰმედ ზაჰიდმა ხუთშაბათს ოფიციალურად დაადასტურა, რომ გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც კიმ კოლის სახელით მგზავრობდა, კიმ ჩენ ნამია.

 


ინდონეზიის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა პარასკევს განაცხადა, რომ დაკავებულებებიდან ერთ-ერთმა, ინდონეზიელმა ქალმა, შიტი აიშიაჰმა განაცხადა, რომ მას გადაუხადეს იმისათვის, რომ შეესრულებინა დავალება, რომელსაც იგი ფიქრობდა, რომ ხუმრობა იყო. მალაიზიელი მამაკაცი, რომელიც ასევე დაკავებულია, სავარაუდოდ ამ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობების მქონე პირია.

 


ამასობაში ჩრდილოეთ კორეამ მოითხოვა, რომ მალაიზიამ დაუყოვნებლივ გადასცეს ცხედარი. კუალალუმპური, გვამის გაკვეთის შემდგომი კვლევის დასრულებამდე და „დი-ენ-ეის“ ნიმუშის მიღებამდე უარს აცხადებს ფხენიანის მოთხოვნის შესრულებაზე.

 


ვინ დგას მკვლელობის უკან?

 


ფართოდ გამოითქმის ვარაუდები, რომ მკვლელობის უკან ჩრდილოეთ კორეა დგას, მაგრამ ამის დამადასტურებელი მასალები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

 


სამხრეთ კორეის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰუანგ კიო ანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ აღმოჩნდება, რომ ამ ფაქტის უკან ჩრდილოეთ კორეა დგას, ის აჩვენებს „მის მხეცურ და არაადამიანურ ბუნებას“.

 


თუ მომხდარში ფხენიანის კვალი გამოიკვეთება, ეს იქნება ყველაზე გახმაურებული მკვლელობა ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობის მხრიდან მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინის ბიძა ჩანგ ჩონ თაეკი 2013 წელს სიკვდილით იქნა დასჯილი.

 


ჩრდილოეთ კორეამ ხუთშაბათს კიმ ჩენ ირის, გარდაცვლილი ლიდერის და კიმ ჩენ ინისა და კიმ ჩენ ნამის მამის დაბადებიდან 75-ე წლისთავი საზეიმოდ აღნიშნა.

 


სამხრეთ კორეის მედიის თანახმად, ჩრდილო კორეის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი ოთხშაბათს, მმართველი პარტიის შეხვედრას მკაცრი სახით ესწრებოდა და შეხვედრის დატოვებისას შეკრებილებისთვის ხელი არ დაუქნევია, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე.

 


შეერთებული შტატების მთავრობის წყაროებმა განაცხადეს, რომ მათ სჯერათ, რომ კიმი ჩრდილო კორეელი აგენტების მიერ იქნა მოწამლული.

 


ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ლიი ბიონგ-ჰომ სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ ფხენიანს კიმ ჩენ ნამის მოკვლა რამდენიმე წელია რაც უნდოდა, მაგრამ მას ჩინეთი იცავდა.

 

 

რატომ მიდიოდა ჩინეთში კიმი და რატომ შეიძლებოდა მოეცილებინა ის ფხენიანს?

 


კიმ ჩენ ნამი ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის, აწ გარდაცვლილი კიმ ჩენ ირის უფროსი ვაჟი იყო.

 


2001 წელს კიმი იაპონიაში ყალბი პასპორტით შესვლისას დაიჭირეს. მან უთხრა ოფიციალურ პირებს, რომ იგი ტოკიოს დისნეილენდში სტუმრობას აპირებდა.

 

 

ერთ დროს კიმ ჩენ ირის მემკვიდრედ მიჩნეული უფროსი ვაჟის მიმართ მამის მხრიდან დამოკიდებულება სავარაუდოდ ამ ინციდენტის გამო შეიცვალა.

 

 

მას შემდეგ რაც მამის მემკვიდრედ მისი ახალგაზრდა ნახევარძმა დასახელდა, კიმ ჩენ ნამი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღარ იმყოფებოდა და მისი დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ, ძირითადად მაკაოში (ჩინეთის ტერიტორიული ერთეული) ატარებდა.

 

 

2011 წელს იაპონიური მედია მის სიტყვებზე დაყრდნობით წერდა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა „დინასტიური მემკვიდრეობის უფლებას“.

 

 

2012 წელს გამოცემულ ერთ-ერთი წიგნში ასევე მოყვანილია მისი სიტყვების ციტატა, სადაც იგი გამოხატავადა რწმენას, რომ მის უმცროს ნახევარძმას ხელმძღვანელობის თვისებები აკლდა, ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა არ იმუშავებდა და რომ ჩრდილოეთ კორეა არასტაბილური ქვეყანა იყო და ესაჭიროებოდა ჩინეთის მსგავსი ეკონომიკური რეფორმები.

 

 

გავრცელებული ცნობით, იგი წარსულში მკვლელობის სამიზნე იყო. 2012 წელს სამხრეთ კორეაში გასამართლებულმა ჩრდილო კორეელმა ჯაშუშმა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღიარა, რომ კიმ ჩენ ნამის საწინააღმდეგოდ სატრანსპორტო ინციდენტის მოწყობის ორგანიზებას ცდილობდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი